FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2018
სამცხე–ჯავახეთის „ოფროუდ“ კლუბის ორგანიზებით ახალციხეში ჩატარებულ ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სომხეთიდან იღებდნენ. გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

დღეს 17 ივლისს, ახალციხეში, სვირის გზაზე გამართულ „ოფროუდის“ ჩემპიონატში 35 მაღალი გამავლობის მანქანა, მონაწილეობდა. შეჯიბრი დილის 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა.

წინასწარ მომზადებულ, სხვადასხვა სირთულის გზაზე, ჩემპიონატის მონაწილეებს 40 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტი წრე უნდა დაერტყათ.



გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

“სპონსორებმა საჩუქრად გადასცეს საავტომობილო ზეთები, ავტონაწილების შესაძენი 100 ლარიანი ვაუჩერები, ოფროუდის ინვენტარი. ასევე ახალციხის მერიისგან მიიღეს მედლები და თასები“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის „ოფროუდის“ კლუბის პრეზიდენტი რომა მამუკაშვილი.

ოთხი კატეგორიიდან პირველი ორი ადგილი, სომხეთიდან ჩამოსულმა გუნდებმა მოიპოვეს.

აბსოლიტური კატეგორია – არმენ ჯანველიანი (სომხეთი)
C1 კატეგორია– გრიგოლ მშვენიერაძე (თბილისი)
C2 კატეგორია –არტაშ სტეფანიანი (სომხეთი)
სტანდარტი კატეგორია – ირაკლი ქათამაძე (ბათუმი)
ახალციხელმა შალვა ხატიძემ კი C1 კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

სამცხე–ჯავახეთის „ოფროუდის“ კლუბი ოფიციალურად ორი თვის წინ შეიქმნა. კლუბის პრეზიდენტის რომა მამუკაშვილის განმარტებით, მსგავსი შეჯიბრი შემოდგომაზეც ჩატარდება.

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

17 ივნისს  ახალციხეში „ოფროუდში“  შეჯიბრი გაიმართება
ვინ გაიმარჯვა ‘ახალციხის ციხეზე’  გამართულ სპორტულ ღონისძიებებში
შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალზე სამცხე–ჯავახეთის კლუბმა პირველი ადგილი აიღო
უნივერსიტეტში მკლავჭიდის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
ახალციხემ კროსის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
ვინ გახდნენ სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები