FM97.5 / LIVE

გვარამაძეზე მცხოვრებლებს გამგებელმა იმედი გაუცრუა

მთავარისაზოგადოება 26.06.2013
‘ტალახში ვიხრჩობით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს’, - ამბობენ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათ ქუჩას წელს მაინც მოაასფალტებდნენ

გვარამაძეზე მცხოვრებლებს გამგებელმა იმედი გაუცრუა
წლებია გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები დასახლებაში გზის მოწესრიგებას ითხოვენ. გუშინ, 25 ივნისს, 20-მდე მათგანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაკითხა. შეხვედრა, ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

გამგებლის კაბინეტი გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა უკმაყოფილოებმა დატოვეს.
‘ვიცოდით, რომ ამ ქუჩის გაკეთება იგეგმებოდა, მაგრამ გამგებელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. დაგვპირდა, რომ გაკეთდება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით’, - ამბობს გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრები როლანდ ჩაჩანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განცხადებით, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს. გვარამაძის ქუჩის გაკეთება წელს დაგეგმილი არ იყო.

‘ახალციხეში ოთხი გვარამაძის ქუჩაა, ერთი მთავარი, დიდი და სამი პატარა. კეთდება მხოლოდ მთავარი ქუჩა. ალბათ მოსახლეობამ იფიქრა, რომ მათ ქუჩაზე იყო საუბარი, რადგან იქ ჩვენს მიერ გაგზავნილი ხალხი იყო გზის გასაზომად მისული. შესაძლოა ვინმემ მცდარი ინფორმაციაც მიაწოდა და ამიტომ მოხდა გაუგებრობა’,-ამბობს ბესიკ ბლიაძე.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს გვარამაძის ყველა განშტოების კეთილმოწყობა ვერ მოხერხდება.
‘გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთდეს გზები. ჯერ ვსწავლობთ ყველა ქუჩის მდგომარეობას და მონაცემებს სამინისტროში ვაგზავნით. რა რეაგირება მოყვება, წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია’, - ამბობს გამგებელი.

გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ ლოდინი აღარ შეუძლიათ.

‘დიდიხანია ასეთ დღეში ვართ, ტალახში ვიხრჩობით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს’, - ჩივიან ადგილობრივები.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამგებლისგან ქუჩის მოასფალტების პირობა მიიღეს
რატომ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ახალციხეში გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები?
ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე, რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო