FM97.5 / LIVE

მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ – რა წერია დასკვნაში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.06.2018
ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესხეთის ტყეებში ის ადგილები შეისწავლეს, სადაც წიწვოვანი ხეები მასიურად ხმება.

მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში

აწყურში, თისელში, ურაველში, სვირსა და ბაკურიანში, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი ტყეები 29–30 მაისს შეისწავლეს. დასკვნის მიხედვით, ფიჭვის და ნაძვის ხეებს მავნებლები: მბეჭდავი ქერქიჭამია, ასევე დიდი და პატარა მებაღე ანადგურებს.

როგორც ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გიორგი მამადაშვილი ამბობს, თისელში, ხელოვნურად გაშენებულ ტყეში მწერის, დიდი მებაღის და მცირე მებაღის არსებობდა დადასტურდა.

„ადგილზე კვლევისას ნანახი იქნა ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ფიჭვის ხეები, უმნიშვნელო რაოდენობით დაფიქსირდა მოთხრილ-მოტეხილი ხეები. ცალკეული ეგზემპლარების დეტალური შესწავლისას ქერქსა და ქერქის ქვეშ ნანახი იქნა ფიჭვის დიდი მებაღის მიერ გამოწვეული დაზიანებები, კერძოდ: გამოსაფრენი ხვრელები, ნაღრღენი და სასვლელები“, – წერია დასკვნაში.

რაც შეეხება სვირის ხელოვნურ ტყეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ხმობადი და მოთხრილ–მოტეხილი ხეები ნახეს, ამ ტერიტორიაზე რაიმე საშიში მავნებელი, ან დაავადება არ დაუფიქსირებიათ.

ურაველში კი დასკვნის მიხედვით, ნაძვის კორომებს მბეჭდავი ქერქიჭამია ანადგურებს: „დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ნაძვის ზეხმელი და ხმობადი ეგზემპლარები, ნანახი იქნა ასევე მოთხრილ-მოტეხილი ხეებიც. ნაძვის ქერქსა და მერქანზე გამოვლინდა მბეჭდავი ქერქიჭამიას მიერ გამოწვეული დაზიანებები, ნაძვებთან ერთად დაფიქსირდა ზეხმელი ფიჭვებიც, რომლებზეც მხოლოდ მეორადი მავნებლების, კერძოდ: ხარაბუზებისა და პეწიანიების სხვადასხვა სახეობების მიერ გამოწვეული დაზიანებები იქნა ნანახი“.

მბეჭდავი ქერქიჭამია ანადგურებს ბაკურიანის, კერძოდ ციხისჯვრის სატყეო უბანში არსებულ ნაძვის ხეებსაც.

რაც შეეხება საყუნეთის ფიჭვის ხელოვნურ ტყეს, აქ ხეებს მწერი, დიდი მებაღე აზიანებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფრომაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფიჭვის დიდი მებაღე მეორადი მავნებელია, შესაძლოა იგი რიგ შემთხვევებში (კლიმატი და სხვა გარემო ფაქტორები) პირველ მავნებლად გადაიქცეს. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ის ფართობები, სადაც დაზიანებული ხეებია, სანიტარული ჭრის წესით გაიწმინდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება
აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს
სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს
ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ
სად და რა ფასად შეიძენთ ახალციხეში ხელოვნურ ნაძვის ხეს
აწყურის ტყეში ხეები ხმება