FM97.5 / LIVE

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

მთავარისიახლე, განცხადებები 15.06.2018
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნეებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის - საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები.

რა გავლენა აქვს ტემპერატურის მატებას აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის პროცესზე

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელბასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ ურო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს, ნინო შეწირულის თქმით აზიური ფაროსანას აქტივობის შეფასებას მონიტორინგის სისტემებზე დაკვირვებით ხორციელდება.

მისი თქმით, რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ მავნებელთან ბრძოლის პროცესში დამატებითი ძალების მობილიზება გახდება საჭირო, მსგავს დახმარებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი განახორციელებს.

"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა ტემპერატურის მატებასთან ერთად ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიური მონიტორინგი. დღეს თუ ფერომონზე 2 აზიური ფაროსანა დაფიქსირდა ხვალ შეიძლება წამლობის მეორე ეტაპის დაწყების სიგნალის გაშვება გახდეს საჭირო", - აცხადებს ნინო შეწირული.

N1 ამოცანა - ქიმიური წამლობისას მოსახლეობის ინფორმირებულობა

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

გურიაში, სოფელ შემოქმედის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.

"ჩვენს სოფელში არავის გავუფრთხილებივართ. წამლობა რომ დაიწყეს, დილით ბავშვები მოსახლეობას ბაღში მიჰყავდა და მათ თერმული ნისლის გავლა მოუწიათ. ამის შემდეგ ოზურგერთში გააფრთხილეს მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა", - ამბობს სოფელ შემოქმედის მკვიდრი ცისანა ანდღულაძე.

მოსახლეობის ინფორმირების პროცესში რომ ხარვეზები იყო ინფორმაცია აქვთ თავად სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ნინო შეწირულის თქმით შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფრომირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია.

მისი თქმით, გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ოფლის რწმუნებულების პასუხიმსგებლობაა.

ნინო შეწირული მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს უსაფრთხოების ნორმებს:როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

"შეწამვლითი სამუშაოების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეფუტკრე ფერმერებთან კომუნიკაცია იყო. გურიაში სპეციალური შეხვედრა მოეწყო სადაც დარგის წარმომადგენლებთან ერთად წამლობის მექანიზმებსა და დროზე იმსჯელეს. სპეციალისტებმა მეფუტკრეთა რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინეს".

მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს, ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფრომაცია.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში "ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში ფართობების თერმული ნისლით დამუშავების დაწყებამდე, მოსახლეობას ხმის გამაძლიერებლით, ე.წ. რუპორით ვაფრთხილებთ", - ლაშა დუდუჩავა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის განრიგის ნახვა ასევე შესაძლებელია საიტზე www.farosana.ge.

[ავტორი:ირმა ჭარაქაშვილი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ქიმიური წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - რა ხარვეზებზე საუბრობს მოსახლეობა
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურის ყველა სოფელში მიმდინარეობს
გურიაში  ფაროსანას წინააღმდეგ სპეცტექნიკა იმუშავებს
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ხობის მუნიციპალიტეტში
საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება