FM97.5 / LIVE

ვის და რატომ გაახსენდნენ დუხობორები?

მთავარისაზოგადოება 26.06.2013
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების ცხოვრებას: მათ ისტორიებს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, 1 ივლისიდან ერთ ვებ-გვერდზე მოუყრიან თავს

ვის და რატომ გაახსენდნენ დუხობორები?
იდეა, ახალციხეში მცხოვრებ ჟურნალისტს გულო კოხოძეს ეკუთვნის. მისი ფინანსური მხარდამჭერი ‘ზაზა დარასელის ფონდია’.

„ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა“, - ასე ქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც ოფიციალურად 1 ივლისიდან დაიწყება. პროექტი ერთწლიანია.

პროექტის პრეზენტაცია, დღეს, 26 ივნისს, ‘ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ შედგა.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება ვებ-გვერდი, რომელზეც სისტემატურად განთავსდება ინფორმაციები დუხობორების ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ. მომზადდება არამხოლოდ სტატიები, არამედ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები. გადაიღებენ ერთ დოკუმენტურ ფილმსაც. ყოველ კვარტალში კი ერთი ინტერნეტ-ჟურნალი მომზადდება. ვებ-გვერდიც და ინტერნეტჟურნალებიც ქართულ და რუსულ ენებზე იქნება.

გულო კოხოძის თქმით, ვებ-გვერდი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

გულო კოხოძე ჟურნალისტად წლებია მუშაობს. ამბობს, რომ
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ აქვს მომზადებული სტატიები სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების შესახებ. იდეაც, სწორედ აქედან გაუჩნდა.

‘ამჟამად რეგიონში სულ 20 ოჯახია დარჩენილი. პროექტი კულტურულ მედიაზე გამოცხადდა და ვიფიქრე, რომ დუხობორების კულტურის გაცნობა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. ერთი წლის განმავლობაში გამუდმებით მომიწევს მათთან შეხვედრა და საუბარი. ბევრი მათგანი ძალიან ხანდაზმულია, შესაძლოა, ეს ვებ-გვერდი იყოს ის სივრცე, სადაც მათი უკანასკნელი ნააზრევი დაფიქსირდება. უამრავი მასალა არსებობს ინტერნეტ-სივრცეში მათ შესახებ, შევეცდები აქცენტი მათ ტრადიციებსა და კულტურაზე გავამახვილო’, - ამბობს პროექტის ავტორი.

ვის და რატომ გაახსენდნენ დუხობორები?

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

მესხეთში სახალხო დამცველის წარმომადგენლად გულო კოხოძე დაინიშნა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ
კონფერენცია Onlin-რეჟიმში
ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო
‘პროპაგანდას სიმართლით დავუპირისპირდებით’– ახალი პროექტი ევროინტეგრაციის შესახებ
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე