FM97.5 / LIVE

ბოლაჯურთან ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან. გამოკვლევებისთვის ადიგენის კლინიკაში მყოფი ორი პაციენტი ახალციხეში გადაჰყავთ.

ბოლაჯურთან ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

ადიგენის სამედიცინო დაწებულებაში აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილი ორი პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ: „პაციენტი ამბობს, რომ თავი დაარტყა. ამიტომ კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ, ახალციხეში თავზე გამოკვლევას ჩაუტარებენ და შემდეგ გაიწერებიან“.

რაც შეეხება ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილ მამა–შვილს, საავადმყოფოში ამბობენ, რომ „ მამას თავზე ქონდა ჭრილობა და გაუკერეს. ამ დროისთვის ორივეს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან“.

შეგახსენებთ, რომ დღეს 14 ივნისს დაახლოებით 17:00 საათზე სოფელ ბოლაჯურთან ტრაილერი "მოტო ბლოკს" დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იჯდა. მათ შორის ორი ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ივლიტასთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
მინაძეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ახალციხეში მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა