FM97.5 / LIVE

ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.06.2018
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებმა, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ორი დღის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში შეისწავლეს, საპროექტო წინადადებები უნდა მოამზადონ.

ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ

15–მა სტუდეტმა ის წინადადებები, რომლებსაც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას წარუდგენენ, ორ კვირაში, ერთობლივად უნდა შეიმუშაოს. სამუშაო გეგმის შესახებ მათ, დღეს, 14 ივნისს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად ისაუბრეს.

წინადადებებზე სამუშაოდ ახალგაზრდები სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიაში შეიკრიბებიან. აქ, ისინი, ასევე, გაეცნობიან ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს იმ მიზნით, რომ ის გეგმები, რომლებზეც იმუშვებენ ერთიან კონტექსტში გაწერონ.

„შესაძლოა, ამ სამომავლო გეგმებზე მუშობის პროცესში ექსპერტებიც ჩავრთოთ. ახალციხის შემდეგ ასეთ ექსპედიციებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩავატარებთ და ბოლოს რეგიონის ერთიან სამუშაო გეგმას ჩამოვაყალიბებთ“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის 15 სტუდენტთან ერთად ორდღიანი ექსპედიცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მათ მუნიციპალიტეტის ისტორიუი ძეგლები, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად საპროექტო წინადადებები განიხილა
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება