FM97.5 / LIVE

ვარძიის მხატვრობა ხანძრიდან წელიწადნახევრის შემდეგ [Photos/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2018
როგორ გამოიყურება ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობა, რომელიც წელიწადნახევრის წინ ჭვარტლმა და ფერფლმა დაფარა.



ვარძიაში მისული დამთვალიერებლების ყველაზე დიდ ყურადღებას ღვთისმშობლის ტაძრის ნახანძრალი მხატვრობა იქცევს. აქ ხანძრისგან დაზიანებული ფრესკების გაწმენდა ერთი წელი მიმდინარეობდა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, ტაძარში მხატვრობის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა: „დაახლოებით ხუთი პროცენტი დარჩა, რომელსაც არ შევეხეთ, ეს არის ჭერის, კამარის აღმოსავლეთი ნაწილი. მაგ ადგილზე ხანძრამდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ამიტომ მისი გაწმენდა მხატვრობას უფრო დააზიანებდა“.

ვარძიის მხატვრობა ხანძრიდან წელიწადნახევრის  შემდეგ [Photos/Video]
ვარძია ხანძრამდე


რაც შეეხება ტაძრის დანარჩენ ნაწილს, ანთიძე ამბობს, რომ ფრესკები 95% –ით, იმაზე უკეთ გაიწმინდა, ვიდრე ხანძრამდე იყო.

ხანძრის შემდეგ ეკლესიაში ვარძიის მონასტერთან შეთანხმებით სანთლის ანთება აიკრძალა. ამისთვის ტაძრის გარეთ სამი ადგილი გამოიყო: „ერთი თამარის წყაროსთან, მეორე ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, გვირაბში, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია არსებობს და ხანძრის საფრთხე არ არის, მესამე კი გარეთ, აღმოსავლეთით ერთ–ერთი ქვაბულის კუთხეში, რომელიც ტაძართან ახლოს არის“, – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე და ამატებს, რომ სასანთლე ადგილები მინის კონსტრუქციით შემოიღობება იმისთვის, რომ ქარმა სანთლები არ ჩააქროს.

ვარძიის მხატვრობა ხანძრიდან წელიწადნახევრის  შემდეგ [Photos/Video]
ნახანძრალი ვარძია


შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის პირველ ნოემბერს, ღამით გაჩნდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ. მათი ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, რის გამოც ცეცხლი ჯერ ძირზე დაფენილ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. აქ რამდენიმე ათეული პარაფინის სანთელი იყო და ამან ცეცხლი კიდევ უფრო გააძლიერა.

ვარძიის მხატვრობა ხანძრიდან წელიწადნახევრის  შემდეგ [Photos/Video]
ვარძია ხანძრის შემდეგ


თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა პროექტის ავტორის ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით, დაზიანებული ფრესკების გაწმენდას დაახლოებით ერთი წელი მოანდომა. ისინი ლონდონის უნივერსიტეტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ, ვარძიაში ჩატარებული ოთხწლიანი კვლევის მიხედვით ხელმძღვანელობდნენ.

დაზიანებული მხატვრობა მშრალი წესით გაიწმინდა.



„პირველ ეტაპზე მოხდა ზედაპირული ჭვარტლის მოხსნა რბილი საკონსერვაციო ფუნჯების დახმარებით, მეორე ეტაპზე გამოვიყენეთ საკონსერვაციო ღრუბლები, რომლის მეშვეობითაც მხატვრობის ფორებში ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის ნაწილაკების შემცირება შევძელით“, – ამბობს თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი.



[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ასპინძა]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

11.12.2018 მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ

11.12.2018 UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი [Photo]
საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
ეპარქია: მოქმედ ტაძარში 40 დღის გასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს