სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.06.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შშმ პირებისთვის სველი წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება

სველი წერტილი სასწავლებლის პირველ სართულზე კეთდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 997 ლარი უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.

„სასწავლებლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ ის სტანდარტები, რასაც ავტორიზაცია და აკრედიტაცია ითვალისწინებს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის უნივერსიტეტს ეტლით მოსარგებლე არც სტუდენტები და არც თანამშრომლები ჰყავს: „მხოლოდ ერთი შშმ სტუდენტი გვყავს, სხვებმა უნივერსიტეტი უკვე დაამთავრეს“.

სველი წერტილის მშენებლობა უნივერსიტეტში, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.

სასწავლებელში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ პირველი კორპუსის პირველი სართულია. სასწავლებელს კი ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ავალდებულებს, რომ მას შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო ჰქონდეს. თუმცა, ამ დროისთვის, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში სხვა სამუშაოები დაგეგმილი არაა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა