FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.06.2018
ასპინძაში, სოფელ რუსთავში მთავარ სათავე ნაგებობაზე წყლის დაშრობის შემდეგ, სოფელში კიდევ ერთი წყარო დაშრა. მომხდარს ადგილობრივები ამჯერადაც „მტკვარი ჰესზე“ მიმდინარე სამუშაოებს აბრალებენ.

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა

წყაროს წყლით, რომელიც დაშრა, სოფლის განაპირას მცხოვრები სამი ოჯახი სარგებლობდა, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში მეორე წელია მთავარ სათავე ნაგებობაზე წყალი საერთოდ აღარაა, ამ წყაროდან წყალი სხვა ადგილობრივებსაც მიჰქონდათ.

„ეს წყალი მთებიდან მოიედინებოდა და დიდი დებეტი არ ჰქონდა, მაგრამ სუფთა იყო, ჭურჭელი მიგვქონდა, ვავსებდით და სასმელად ვიყენებედით. ისეც სოფელში სულ წყლის გამო ვჩხუბობთ ერთმანეთთან და ახლა ესეც აღარაა“, – გვიყვება ადგილობრივი მერაბ ერთმელაძე.

რუსთავში ამბობენ, რომ წყალი ამჯერადაც „მტკვარი ჰესის“ გვირაბის მშენებლობის გამო დაშრა: „რაღაცეებს ბურღავენ, გვირაბი გამოჰყავთ და დაშრა. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტი მოვიყვანოთ და ეს დავამტკიცოთ, მაგრამ ნამდვილად ასეა“.

კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივების პოზიციას „მტვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში: „ბოლო ექვსი თვეა ტექნიკური ხარვეზების გამო გვირაბის გათხრა შეჩერებულია, ამიტომ წყლების დაწყვეტაზე ვერ იმოქმედებდა. თქვენგან მესმის, რომ რუსთავში წყარო დაშრა. ჩვენ რა შუაში ვართ ვერ ვხვდები, არანაირი სამუშაოები ახლა აქ არ მიმდინარეობს. ზაფხულია და წყალი ალბათ მაგიტომ დაშრა“, – ამბობს ბადრი მათოშვილი.

ასპინძის მერის წარმომადგენელი, სოფელ რუსთავში მანუჩარ სანდროშვილი აცხადებს, რომ წყლის დაწყვეტის მიზეზებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებს „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციასთან არ უსაუბრიათ: „ამ წყლით სოფლის მცირე ნაწილი სარგებლობდა. ვეცდებით მისი დაწყვეტის მიზეზი გავარკვიოთ“.

სოფელ რუსთავში 150–მდე კომლი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის სასმელად ტყიდან ჩამომდინარე წყლით სარგებლობს.

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს. გვირაბი სოფელ საყუნეთიდან იჭრება და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსთაველები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ერთი წელია ითხოვენ, მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს, ასევე, შეხვდნენ ჰესის ხელმძღვანელობას და ასპინძის მერსაც.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
სოფელი რუსთავი წელსაც სასმელი წყლის გარეშე რჩება
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა