სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია საზეიმოდ დაიხურა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ახალციხის თვითმმართველობის პირველი პირების ექსპედიცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტუდნეტებთან ერთად მიმდინარეობდა, ახალციხის ტბაზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა

დღეს, 12 ივნისს, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა. ღონისძიება იმ ორდღიანი ტურის ფარგლებში მოეწყო, რომელიც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ინიციატივით, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და 15 სტუდნეტთან ერთად გაიმართა.

მათ ერთად მოინახულეს საფარის მონასტერი, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა მუზეუმი, აგარის მონასტერი, სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია, სოფელ წინუბანში ბიეთის მონასტერი, სლესის ციხე, აწყურის ციხე და მონასტერი. ექსპედიციის მონაწილეებმა, ასევე, დაათვალიერეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა სოფელში ადგილობრივებს მათ თემში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

„სტუდენტებთან ერთად მიღებულ ინფორმაციას დავამუშავებთ და სამოქმედო გეგმად ვაქცევთ“, – ამბობს კახა სამხარაძე.

მისი თქმით, ის რაც სამოქმედო გეგმაში აუცილებლად მოხვდება აგარის მონასტრებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა: „ასევე აღმოვაჩინეთ, რომ მუსხში ჩიფსების ქარხანაში, საზღვარგარეთიდან შემოტანილი კარტოფილი მუშავდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საწარმომ ადგილობრივი კარტოფილი აითვისოს. ამის გარდა კიდევ სხვა ბევრ საკითხზე ვიმუშავებთ“.

სტუდენტების თქმით, მათ თითქმის ყველა სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა დახვდათ.

„ასევე, ყველა სოფლის პრობლემაა ის, რომ არ არიან ჩართულები თვითმმართველობის მუშაობაში, არ იცნობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ აქვთ მათთან კომუნიკაცია, არ იციან რა პროექტებს ახორციელებს ახალციხის მერია“, – ამბობს ექსპედიციის მონაწილე სტუდენტი ანა არუთინოვა.

ახალციხის შემდეგ ექსპედიცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში მოეწყობა.

სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა

სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტერი მოილოცა
ახალციხის ტბაზე  კონცერტი გაიმართება