ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 12.06.2018
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ ურავლიდან ადგილობრივები რომ დაკავშირებოდნენ, იგი 11 ივნისს, სოფელში მათთან შესახვედრად დროს გამონახავდა.

ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ იგი ადგილობრივებისგან დაკავშირებას ამ დრომდე ელოდება და თუ ურავლელები შეხვედრას მოისურვებენ, აუცილებლად შეხვდება. საუბარია ექვსი სოფლის სარწყავი წყლის სადავო პროექტზე, რომლის განხორციელებასაც ურავლელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. შეხვედრა, რომელთან დაკავშირებითაც მერი ადგილობრივების ინიციატივას ელოდება, სწორედ ამ საკითხს ეხება და ეს თარიღი, სოფელში გამართული შეხვედრის ბოლოს რვა ივნისს დაანონსდა. თუმცა, დაგეგმილი შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველ პირსა და ურავლელებს შორის არ შედგა.

„გუშინ ურავლეში ვიყავი, იქ დავესწარი კონცერტს და ფეხბურთს. ადგილობრივებს რომ სურვილი გამოეთქვათ, მოვწყდებოდი ამ ღონისძიებებს და მათთან შესახვედრად დროს აუცილებლად გამოვნახავდი“, – ამბობს ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ იგი ნებისმიერ დროს მზადაა ურავლელებთან შესახვედრად – „მათ დაკავშირებას ველოდები, როცა მოისურვებენ მაშინ შევხვდები“.

სოფელში კი აცხადებენ, რომ თავად მერთან შეხვედრის ინიციატორები არ იქნებიან, რადგან ფიქრობენ, რომ განსახილველი აღარაფერია.

„მერმა პასუხი უკვე მიიღო ჩვენგან და გასარკვევი აღარაფერია. მასთან შეხვედრაზე 100–ზე მეტი კაცი ვიყავით და დარბაზი პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. მერე იქ ათი კაცი დარჩა და შეხვედრაზე იმათმა ილაპარაკეს. ასიდან ათი კაცი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, – ამბობს ურავლის მკვიდრი ბეგლარ კაპანაძე.

მისი თქმით, სოფელს მერთან სალაპარაკო აღარაფერი აქვს: „ეგ მომავალი შეხვედრაც იმიტომ დათქვეს, რომ ჩვენზე მოახდინონ ზეგავლენა, დაგვაშინონ. თუ ისევ შეეცდებიან რაიმე გზით ჩვენ, ჟარგონით ვიტყვი, „დაკერვას,“ ძალიან ცუდი რამ მოხდება“.

ასევე ადგილბორივი როინ სუდაძე კი აცხადებს, რომ ის თუ როდის შეხვდება ხალხს მერი ადგილობრივების გადასაწყვეტი არაა: „სოფელს ჰყავს თავისი გამგებელი, ასევე დეპუტატი, ისინი გადაწყვეტენ ამ საკითხს ალბათ, მაგრამ არ ვიცი შეხვედრას თუ ექნება აზრი. მთელი სოფელი ერთად ვდგავართ, ყველა ერთ აზრზე ვართ. არ გვინდა, რომ სოფლიდან წყალი გაიყვანონ“.

შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საელჩომ ირიგაციის სისტემის აღსადგენად – 209 575, ახალციხის თვითმმართველობამ კი 37 723 ლარი გამოყო.

წყალი, რომლითაც წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის, ჯამში, 200 ჰექტარი ფართობი უნდა მოირწყას, სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს. აქედან წლების წინ ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. პროექტი სწორედ იმ არსებული სისტემის აღდგენას გულისხმობს და მას რეაბილიტაციის შემდეგ გასარწყავიანებისთვის ხუთ სოფელში გადასართავები გაუკეთდება.

ურაველში მცხოვრებლები პროექტის განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ასე სოფელში წყალი დაშრება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.08.2018 სკოლებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება იწყება

15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2018 ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

17.08.2018 ‘ბორჯომობისთვის' ბიუჯეტიდან 48 000 ლარი დაიხარჯება

17.08.2018 სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს

17.08.2018 ‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში სკვერი მოეწყობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება
ახალციხის მერი წინუბნელებს სოფლის გზისა და წყლის პროექტებს აცნობს
რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
სამი წყაროს იმედად