FM97.5 / LIVE

დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 12.06.2018
ახალციხის ყოფილ მერს, ამჟამად პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი კოპაძეს, ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატისთვის, ჯიმშერ გოგოლაურისთვის, საჯაროდ ბოდიშის მოხდა იძულებით მოუწევს. გადაწყვეტილება სააღსრულებო ბიუროს გადაეცა.

დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ

ჯიმშერ გოგოლაურმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააღსრულებო ბიუროში დღეს, 12 ივნისს შეიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კოპაძემ გოგოლაურს ბოდიში ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, ასევე, „სამხრეთის კარიბჭეს“ მეშვეობით უნდა მოიხადოს 29 ინავარს გამოიტანა. თუმცა, ამ დრომდე კოპაძემ გადაწყვეტილება არ აღასრულა.

დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ

„რადგან მან ეს არ გააკეთა და ჩემს მიმართ ტყუილი განცხადებები არ უარყო და ბოდიში არ მოიხადა, ახლა ამის გაკეთება იძულებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით მოუხდება“, – ამბობს გოგოლაური, რომელსაც სააღსრულებო ფურცელი დღეს, 12 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჩაბარდა.

შეკითხვაზე თუ რატომ არ აღასრულა კოპაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთი თვის განმავლობაში, პასუხი ვერ მივიღეთ. დეპუტატმა მოუცლელობის გამო "სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მან მოგვწერა, რომ დაკავებულია და მოგვიანებით დაგვიკავშირდება.

დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ

ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ შესაძლოა კოპაძეს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღურებისთვისაც უჩივლოს: "ორწელიწადნახევარი გრძელდებოდა ეს საქმე სასამართლოში, ამან ჩემ პოლიტიკურ კარიერას შეუშალა ხელი, ამიტომ ამ მოყენებული მორალური ზიანისთვის უნდა ვუჩივლო".

პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გადაცემა „დიალოგში“, პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს პატიმრების უფლებებს არღვევდა.

„შენი სიმართლე ჯიმშერ აი იმ იმ პატიმრებს უთხარი, ფანჯრებიდან რომ ყრიდი და ბოთლებზე რომ სვამდი. შენი სიმართლე მათ ელაპარაკე, შენი პოლიციაში მოღვაწეობის დროს“, – განაცხადა მაშინ გიორგი კოპაძემ.

გადაცემის შემდეგ ჯიმშერ გოგოლაურმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვები დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება არ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავა იყო. ამის შემდეგ, 2016 წლის 1–ელ თებერვალს, ჯიმშერ გოგოლაურმა სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. იგი ახალციხის მერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
გიორგი კოპაძემ სამივე ინსტანციის სასამართლო წააგო.

დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
კოპაძისა და გოგოლაურის საქმე, შესაძლოა, პროკურატურამდე მივიდეს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო