FM97.5 / LIVE

ახალციხის საპატიო მოქალაქეს 11–კაციანი კომისია შეარჩევს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2018
ახალციხის საკრებულომ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა. ვის შეუძლია კანდიდატის წარდგენა და რის მიხედვით შეარჩევს მას კომისია.

ახალციხის საპატიო მოქალაქეს 11–კაციანი კომისია შეარჩევს

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 11 ივნისს დაამტკიცა.

საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განმარტებით, ახალი წესის დამტკიცება ქალაქის და თემის გაერთიანებამ გამოიწვია. ახალი წესის მიხედვით, შეირჩევა 11–კაციანი კომისია, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ვის მიენიჭება ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება.

„კომისიაში იქნებიან საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
კომისიის თავმჯდომარეს წევრები აირჩევენ“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ კომისიის წევრები უახლოეს დღეებში შეირჩევა.

ახალციხის საკრებულოს დადგენილების მიხედვით: „საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო, ან სხვა საქმიანობით აქვს განსაკუთრებული დამსახურება; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალციხის, ქვეყნის განვითარების საქმეში; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში“.

საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:


► საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

► მუნიციპალიტეტის მერს;

► საკრებულოს თავმჯდომარეს;

► საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3–ს;

► მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს; მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ს–ის ხელმოწერით;

► ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს;

11–კაციანი ჯგუფი საპატიო მოქალაქის შერჩევის დროს გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ექნება.

საპატიო მოქალაქის არჩევასთან ერთად, ასევე შესაძლებელია მინიჭებული წოდების ჩამორთმევაც, თუმცა როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს აქამდე ამ წესის გამოყენება საჭირო არ გამხდარა.

საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს:


► თუ დასტურდება, რომ მის მიერ ჩადენილია სსკ–ით გათვალისწინებული განზრახ მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;

► საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;

► საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3–ის მოთხოვნის საფუძველზე;

► მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე;

► ახალციხის მერს, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე;

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საპატიო მოქალაქეს 30 ივნისს ახალციხელობის დღესასწაულზე დააჯილდოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სამი საპატიო მოქალაქე აირჩიეს. ეს სტატუსი ცისანა ახვლედიანმა, ზიგმუნდ ზილბერშტეინმა და დევიდ ფოლკნერმა მიიღეს. ახალციხეს ამ ეტაპზე 16 საპატიო მოქალაქე ჰყავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მერიაში  საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად  განაცხადების შეტანა დაიწყო
ახალციხის მერია ‘ახალციხელობისთვის’  ემზადება
ვინ შეარჩევს ახალციხის საპატიო მოქალაქეებს
როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს –  საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა
ვის მიანიჭებდით საპატიო მოქალაქის წოდებას ახალციხეში [Video]
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს