სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2018
სამცხე–ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დიალოგის გაღრმავების მიზნით ოთხწლიანი პროექტის განხორციელება იწყება.

‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

პროექტი –„პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ –თვითმმართველობებში სოციალური პოლიტიკის შემუშავების, ასევე, მისი განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვას გულისხმობს. ასევე, იგეგმება 10 სოციალური საწარმოს დაფუძნება. პროექტის მონაწილეები საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი მედია კამპანიები მოეწყობა.

ოთხწლიანი პროექტის პრეზენტაცია, დღეს, 11 ივნისს, ახალციხეში, სასტუმრო „ტიფლისში“ გაიმართა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის და რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც და არასამთვრობო სექტორიც აქტიურადაა ჩართული, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე სოციალური საწარმოების გახსნის პროცესს ხელს შევუწყობთ და აქტიურად ვითანამშრომლებთ,“ – ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველაძე.

სამცხე–ჯავახეთთან ერთად ოთხწლიანი პროექტი ქვეყნის მასშტაბით 10 სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება.

„პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მიერ, რომელსაც ადგილზე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ევროკავშირის წარმომადგენლობის დონორობით ახორციელებენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღის მთავარი გამოშვება – 11 ივნისი [Audio]
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტაცია
ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ