სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს. ისინი რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელებენ.

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ

ახალციხეში, ისტორიული და ტურისტული ობიექტების მოსანახულებლად ტური დღეს, 11 ივნისს საფარის მონასტრიდან დაიწყო.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი კოპაძესთან, ახალციხის მერიის ხელმძღვანელ პირებთან და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის 15 სტუდენტთან ერთად საფარის მონასტერი მოინახულა. ახალგაზრდებს გიორგი კოპაძე საფარის მონასტრის ისტორიის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მათ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ„საფარის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ვგეგმავთ, გავაკეთებთ საპირფარეშოებს და საპარკინგე ადგილს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვა პროექტების განხორციელებაც და გვინდა, რომ სტუდენტებთან ერთად მოვიაროთ ყველა ასეთი ადგილი და სტუდენტების ხედვები მოვისმინოთ მათ შესახებ“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტებისა და ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად ექსპედიცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურისტულ მარშრუტში შედის: საფარის მონასტერი, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა მუზეუმი, აგარის მონასტერი, სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია, სოფელ წინუბანში ბიეთის მონასტერი, სლესის ციხე, აწყურის ციხე და მონასტერი.

ასევე, გუბერნატორი, მერი და დეპუტატი სტუდენტებთან ერთად სფლებში მოსახლეობას შეხვდებიან და ადგილობრივებისგან მათ თემში არსებული პრობლემების შესახებ მოისმენენ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის კახა სამხარაძის თქმით ექსპედიციის მიზანი ისაა, რომ სტუდენტებმა ყველა მიმართულებით მუნიციპალიტეტის პოტენციალი შეაფასონ და მისი განვითარების გზებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ.

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ„ჩვენი მიზანი იყო გამოვსულიყავით კაბინეტებიდან და სტუდენტებთან ერთად მოგვენახულებინა მუნიციპალიტეტის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ასე უფრო კარგად დავინახავთ პრობლემას. ასევე, სტუდენტების თუ ადგილობრივების ჩართულობით გვინდა, რომ შევადგინოთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ და ასე ყველა ერთად ჩავერთვებით რეგიონის განვითარების პროცესში“, – ამბობს კახა სამხარაძე.

ტურში მონაწილეობას, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60–მდე სტუდენტი, ასევე პროფესორები მიიღებენ.
„ძალიან კარგია ჩვენ რეგიონში სტუდენტების ჩრთულობით ასეთი პროექტი ხორციელდება, ერთად ვეცნობით ბევრ რამეს და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენ შეხედულებებს. ეს ერთგვარი განტვირთვაცაა ჩვენთვის“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტმა ავთანდილ ოთანაძემ.

დღეს ღამით, ექსპედიციის მონაწილეები ურავლის ხეობაში დარჩებიან და კარვებში გაათავენ ღამეს. ხვალ, 12 ივნისს კი ექსპედიციას საზეიმო ვითარებაში ახალციხის ტბაზე დახურავენ.

ახალციხის შემდეგ ექსპედიცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ

რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტერი მოილოცა
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები საპროექტო წინადადებებს ორ კვირაში მოამზადებენ