რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R] »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 11.06.2018
“სერვისჰაბში” უძრავი ქონების რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებული პროცედურების, სამშენებლო პროექტებისა და ოფიციალური დოკუმენტების შედგენაში დაგეხმარებიან. ასევე, გაგიწევენ სამაკლერო, სათარჯიმნო მომსახურებას და იურიდიულ კონსულტაციას.

რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]

"სერვისჰაბში" ყველა მომსახურება ერთ სივრცეში იყრის თავს და თითოეულ მიმართულებით პროფესიონალი კადრები მუშაობენ. ნებისმიერ მომხმარებელს, სასურველი მომსახურების მიღება ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდიმამიშვილის N2-ში შეუძლია. თუმცა, "სერვისჰაბის" დახმარებით საკითხების მოგვარება ადგილზე მიუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც შესაძლებელია.

„ეს არ არის უბრალოდ სერვისების გაერთიანება. ეს არის კომპანია, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას კომფორტი, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით“, – ამბობს სერვისჰაბის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკოლოზ ბეგიშვილი.



მას მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ახალციხის იუსტიციის სახლში მენეჯერად მუშაობის დროს გაუჩნდა: „ვხედავდი მოქალაქეებს, რომლებსაც უჭირდათ სამართლებრივ თუ სხვა პროცედურებში გარკვევა. სახელმწიფო ორგანიზაციები კი შეზღუდულები არიან თავისი მოქმედების არეალში. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა საჯარო რეესტრის ავტორიზებული კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა უძრავი ქონების რეგისტრაციას და ამავე დროს დაეხმარებოდა იურიდიული და ტექნიკური პროცედურების მოგვარებაში. იდეაზე მუშაობის პროცესში გამოჩნდა ახალი მიმართულებებიც. ჩვენ დავამუშავეთ, შევქმენით მათი კომბინაცია და ახლა მრავალფეროვან სერვისს ვთავაზობთ მომხარებლებს“.

"სერვისჰაბი" არის სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავასობს მათზე ორიენტირებულ სერვისებს. კომპანია ჩამოყალიბდა 2017 წლის ბოლოს და მოკლე დროში დანერგა სერვისები შემდეგი მიმართულებით:

საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირი


• უძრავი ქონების რეგისტრაციაზე (რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციაზე) განცხადების მიღება;

• ნასყიდობის/ჩუქების ხელშეკრულებების შედგენა/თარგმნა;

• სამეწარმეო დოკუმენტის შედგენა;

• იურიდიული კონსულტაცია;

საამზომველო კომპანია


•საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შედგენა (ელ. ვერსიის მომზადება);

•შიდა აზომვითი ნახაზის შედგენა;

•ორთოფოტოს მომზადება;

•დაკვალვა - რეგისტრირებული მონაცემის ადგილზე გადამოწმება და ადგილის მითითება.

რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]

სათარჯიმნო მომსახურება შემდეგ ენებზე:


• ბერძნული;

• გერმანული;

• თურქული;

• ინგლისური;

• იტალიური;

• რუსული;

• სომხური;

• ფრანგული.

მომხმარებლის დაკვეთით შესაძლებელია სხვა ენებზე თარგმნაც.

უძრავი ქონების სააგენტო


• სამაკლერო საქმიანობა;

• უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

• უძრავი ქონების ქირაობა-გაქირავება;

• უძრავი ქონების გირაობა–დაგირავება;

რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ შვიდი თვის დაარსებულია, ორგანიზაცია აქტიურად განიხილავს ახალ იდეებს: „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ შევძლებთ, ამ მიმართულებით სასწავლო სახის (ინსტრუქციის მომზადება, ტრენინგის ჩატარება) მომსახურება გავუწიოთ კომპანიებს. გარდა ამისა, იგეგმება ახალი სერვისების შეთავაზებაც. მრავალფეროვანი სერვისების დანერგვა ჩვენ საკმაოდ მცირე დროში შევძელით“, – ამბობს ბეგიშვილი.

კომპანიის განვითარების სტრატეგია, მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ამიტომ, სერვის ჰაბი მომხმარებლებს თხოვნით მიმართავს, მიაწოდონ სასურველი მომსახურების იდეა. ამგვარი მეთოდით, კომპანია შეძლებს ახალი სერვისების დანერგვაში, მომხმარებელთა სურვილები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.

კომპანიის საკონტაქტო მონაცემებია:


მის: ქ. ახალციხე, დიდიმამიშვილის ქუჩა #2.

ვებ გვერდი: servicehubgeorgia.ge

ელ ფოსტა: servicehub.georgia@gmail.com

ფეისბუქ გვერდი: სერვისჰაბი სერვისჰაბი

ტელ: +995 596 28 00 28; +995 577 62 22 10.

რა არის ‘სერვისჰაბი’ და რას სთავაზობს მომხმარებელს [R]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]
ნინოწმინდასა და ასპინძაში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურები გაიხსნა
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
იუსტიციის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა