FM97.5 / LIVE

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება, ბლოგები 10.06.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს

ერთხელ ერთმა ჩემმა მოსწავლემ თავისუფალ თემაში დაწერა: დიდი რომ გავხდები, ვისწავლი ფანდურზე დაკვრას, ვიმღერებ დიდ სცენაზე, ჩემი ქვეყანა გამიცნობს და მიგულშემატკივრებსო. მას ოცნება ნაწილობრივ აუხდა - დიდ სცენაზე უკვე იმღერა.

საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში 100-ზე მეტი კონსულტანტ-მასწავლებელია მივლინებული. ისინი, დამხმარე მასწავლებლებთან ერთად, წარმართავენ არა მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლების საქმეს, არამედ, არაფორმალური განათლების დანერგვის გზით, ხელს უწყობენ თემში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას. ამ მიმართულებით მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებები ზოგჯერ მასშტაბურია.
8 ივნისს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზოგადოება საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა: სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების კულტურული მრავალფეროვნება ძალიან შთამბეჭდავად და ორიგინალურად წარმოადგინეს.

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვსდღის ოთხ საათზე თეატრის ფოიე ხალხს ვერ იტევდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები უეცრად და ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდნენ. ქართლი, სამეგრელო, გურია, საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთი, რაჭა, იმერეთი, სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამაჩაბლო, აფხაზეთი აქ კონკრეტულად ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძებით, ეთნოგრაფიული მასალით, საკუთარი ხელით შესრულებული ქართული ხელნაწერებითა და ტურისტული ბუკლეტებით გააცოცხლეს.

სანახაობა სცენაზე ცეკვით, სიმღერით, თეატრალური წარმოდგენებით, პოეზიით გაგრძელდა. 41 საჯარო სკოლის მიერ შესრულებულ საუკეთესო ნომრებს საზოგადოება სამი საათი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს. კულტურათა გზაჯვარედინზე ღირსეულად წარდგა აფხაზური, ოსური, სომხური და აზერბაიჯანული ნიმუშებიც.

პროექტის "საქართველოს მზის ქვეშ" ავტორები სოფელ კირიხლოსა და ყულარის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლები ნანა არაბული და ლალი ნარიმანიძე არიან. მათ პროექტში კოლეგების მრავალრიცხოვანი გუნდი ჩართეს. პროექტის არსი იყო - "რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს". პროექტს აქტიურად დაუჭირეს მხარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.

კახეთი, თავისი ლუარსაბ თათქარიძით და დარეჯანით, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაყურებელს პირველად გაუჩნდა პოზიტიური რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვსგანცდები ამ პერსონაჟების მიმართ. მოდით და ნუ გაოცდებოდით ეთნიკური აზერბაიჯანელი ბავშვების მიერ შესრულებული აფხაზური და მეგრულლ სიმღერებით, ქართული ნაციონალური ცეკვებით, მეეზოვისა და ფიროსმანის შთამბეჭდავი სახეებით.

გამოწვევა ახალქალაქმაც მიიღო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ უფასო ტრანსპორტით მხარდაჭერილმა აქაურებმა სამცხე-ჯავახეთის კულტურის წარდგენა ითავეს. თეატრის ფოიეში მოწყობილ კუთხეს ამშვენებდა „ცოცხალ საუნჯედ“ წოდებული მარიამ ჟუჟუნაძის, ახალციხის სომხური სკოლის სამუზეუმო ხალიჩები და ნივთები, ხოლო სუფრაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი კერძები - ქადები, სამი სახის ტოლმა, ტენილი ყველი, ხაჭაპური, ხილის ჩირი, თუთის ტყლაპი, ბაქმაზი, სომხური კერძები იშხანი (თევზი ტარხუნით), ბერაგი, ჰარისა, ღაფამა, მწნილების ფართო ასორტიმენტი და ტკბილეული სომეხმა მოსწავლეებმა სტუმრებს ქართულად წარუდგინეს და გულუხვადაც უმასპინძლეს.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი სწორედ ახალქალაქის ექვსმა (ვაჩიანი, ხანდო, ვარევანი, კარტიკამი, დილისკა, ზაკი) და ახალციხის სომხურმა სკოლამ გრანდიოზული სანახაობით წარადგინა. შთამბეჭდავი იყო "მესხური იავნანა", "მამლი მუხასა", "ვარძიობა ძიობასა", ცეკვა "სამაია", დიდი ოსტატობით წაკითხული პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი "ლომსია", ცეკვა "სამყრელო", სომხური ნაციონალური ცეკვები, სიმღერები და პოეზია.



უცხო თვალს ეს ყველაფერი ალბათ ერთ ჩვეულებრივ სასკოლო ღონისძიებად მოეჩვენება, თუმცა საქმეში ჩახედულმა შესანიშნავად იცის ერთი რამ: ამ მოსწავლეების 99 %-ს არასოდეს უვლია ცეკვისა და სიმღერის წრეზე, არც ნამდვილ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც უსწავლებია ვინმეს, შორეული სოფლების სკოლებში მსგავსი სერვისი ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელი ფუფუნება და ბევრი ბავშვის აუხდენელი ოცნებაა. არც მათი ქართულის მასწავლებლები არიან ქორეოგრაფები და მუსიკოსები.

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს უკვე ცხრა წელია განათლების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ახორციელებს "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას". პროგრამის შედეგი უკვე სახეზეა; ასობით სტუდენტი ქართულ უნივერსიტეტებში და ორენოვანი სპეციალისტების მთელი გუნდი დასაქმების ბაზარზე, ქართული საქმის წარმოება სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებში, მეტი ინტერესი, სითბო და საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებული ოცნებები. 8 ივნისს ქალაქ რუსთავში გამართული ფესტივალიც სწორედ ამ ოცნებების ახდენას ემსახურებოდა.

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს

რასაც ვიცნობ, უკეთ ვითვისებ და გაუცხოებაც აღარ მაქვს



[ცაულინა მალაზონია]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.12.2018 ყინვა და თოვლი, როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

15.12.2018 ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება

14.12.2018 პატრულ–ინსპექტორები პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
პროფესიული უნარების ტრენინგები არაქართლენოვანი სკოლების  მასწავლებლებისთვის
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება