FM97.5 / LIVE

საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.06.2018
10 ივნისს, თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას, ახალციხიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ადგილობრივები უერთდებიან.

საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, საპროტესტო აქციისთვის მობილიზება დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე დაიწყეს. ისინი ბორჯომი–ახალციხის საავტომობილო გზაზე, სლესის ციხესთან შეიკრიბნენ.

ამ დროისათვის, ადგილზე სამი მიკროავტობუსია, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადგილობრივებს კიდევ ორი მიკროავტობუსით ელოდებიან.

"ახალციხისთვის ბევრნი მივდივართ. რამდენიმე ავტომანქანა უკვე წავიდა, დანარჩენები ერთად მივდივართ. აქ პარტიის მხარდამჭერები ათი პროცენტი იქნებიან, სხვები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებსაც წამოსვლა უნდოდათ“, – ამბობს ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე.

მისივე განმარტებით, მობილიზება "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციამ გააკეთა – "ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, რაც შევძელით, აქტივისტებთან ერთად".

თბილისში, რუსათველზე საპროტესტო აქცია დღეს, 10 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აქცია 4 ივნისს დაანონსდა, მას შემდეგ რაც, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრემიერ–მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და განმარტა, რომ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევდა. "აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მე ნაბიჯები ჯერჯერობით ვერ დავინახე", – განაცხადა მედიასთან ზაზა სარალიძემ.

საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო
რუსთაველზე აქციას ახალციხიდან „ნაციონალები“ უერთდებიან
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
ზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
„ნაციონალებმა“ საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა