FM97.5 / LIVE

ხმაური ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 09.06.2018
სოფელ ურავლეში ადგილობრივებსა და მერს შორის ხუთსაათიანი ხმაურიანი სხდომა შეთანხმების გარეშე დასრულდა. ადგილობრივები იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ექვსი სოფლის სარწყავი წლის პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ.

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე სოფელ ურაველში 100–მდე ადგილობრივს რვა ივნისს, 19:00 საათზე შეეხდა. შეხვედრა, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ახალციხის მერიაში ურავლელებმა 500–მდე კაცის ხელმოწერით განცხადება შეიტანეს და თვითმმართველობას აცნობეს, რომ მათი სოფლიდან ექვსი სოფლის მოსარწყავად წყლის გაყვანას არ დაუშვებდნენ.

ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საელჩომ ირიგაციის სისტემის აღსადგენად – 209 575, ახალციხის თვითმმართველობამ კი 37 723 ლარი გამოყო.

წყალი, რომლითაც წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის, ჯამში, 200 ჰექტარი ფართობი უნდა მოირწყას, სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს. აქედან წლების წინ ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. პროექტი სწორედ იმ არსებული სისტემის აღდგენას გულისხმობს და მას რეაბილიტაციის შემდეგ გასარწყავიანებისთვის ხუთ სოფელში გადასართავები გაუკეთდება.

ამ დროისთვის კი ამ წყლით ურაველის ხეობაში მდებარე საკალმახე მეურნეობები მარაგდება, ასევე, ადგილბორივები მას სარწყავადაც იყენებენ.

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]

„იმხელა მილებით მიგყავთ წყალი, რომ სოფელი უწყლოდ დარჩება, მითუმეტეს აგვისტოში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს და მდინარე განადგურდება, ყველა ფუნქციას დაკარგავს. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ აქედან წყალს ვერ წაიყვანთ, სისტემის გაკეთების სხვა გზა მოძებნეთ!“ – უთხრა მერს ზაზა მელიქიძეს ადგილობრივმა როინ სუდაძემ.

„ამ პროექტის განხორციელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ – მიმართა მელიქიძემ დარბაზში შეკრებილებს – „ის გარდა იმისა, რომ ექვს სოფელს გაასარწყავიანებს და მათ შორის ურავლის იმ ნაწილსაც, რომელიც ამ დრომდე არ ირწყვებოდა, ასევე, შეითავსებს ახალციხისთვის სარეზერვო ფუნქციასაც. თუ იმ ქსელს, რომლითაც ახალციხე წყალს იღებს რაიმე შეფერხება ექნება, შესაძლებელი იქნება, რომ ქალაქი დროებით ამ სისტემაზე გადმოვრთოთ“.

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]მელიქიძის თქმით, წყალი ურავლიდან სხვა სოფლებამდე 200–დიამეტრიანი მილით განაწილდება: „ეს რომ იყოს 400 –იანი, ან უფრო მეტი დიამეტრის მქონე მილი, დაგეთანხმებოდით და თქვენს გვერდით დავდგებოდი, მაგრამ მენდეთ, სიტყვას გაძლევთ, რომ ეს მილები, რითაც წყალი გავა, წყლის დაშრობას არ გამოიწვევენ“.

არ დაეთანხმა მერს ადგილობრივი ბეგლარ კაპანაძე: „რა მნიშვნელობა აქვს რა დიამეტრის მილით წაიყვანთ წყალს?! ამ სოფლიდან საერთოდ წყალი თუ წაიყვანეთ, აქ აღარავინ დარჩება, სოფელი დაიცლება“.

ურავლელები ამბობენ, რომ ხეობაში არსებული საკალმახე მეურნეობები მათი დასაქმებისა და შემოსავლის ერთ–ერთი ძირთადი წყაროა, შესაბამისად თუ სოფელში წყლის დებეტი იკლებს, ეს მათ ფინანსურ შემოსავალზე პირდაპირ აისახება: „ვისაც აქვს საკალმახე, ისინი ხომ დაზარალდებიან და ვინც ახლა აპირებს, მეურნეობის მოწყობას, იმათაც უსპობთ ამ წყაროს“.

ადგილობრივების თქმით, დაუშვებელია სოფლიდან გაყვანილი წყლით 200 ჰექტარი ისე მოირწყას, რომ ეს ურაველში წყლის რაოდენობაზე არ აისახოს.

„ერთდროულად ყველასთვის წყლის მიწოდება შეუძლებელია. გაკეთდება რეზერვუარი, რომელშიც წყალი დაგროვდება და მოსახლეობა დღე–ღამის მონაცვლეობით წაიყვანს. ამას მელიორაცია გააკონტროლებს“, – უპასუხა მელიქიძემ დარბაზში შეკრებილებს.



წყლის დაშრობის საფრთხესთან ერთად ურავლელებმა მერთან ისიც გააპროტესტეს, რომ პროექტი, რომელიც მათ სოფელში ხორციელდება, ხალხთან შეთახნების გარეშე გააკეთეს: „ჩვენ ტერიტორიაზე აკეთებთ სარწყავს და ხომ შეიძლებოდა, რომ ამის შესახებ გეთქვათ?! მილები რომ მოიტანეთ და დატოვეთ, ჩვენ მაშინ გავიგეთ, რომ აქ რაღაცას აკეთებდით“.

როგორც მერმა შეხვედრაზე განაცხადა, მან მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენება საჭიროდ არ ჩთვალა: „იმიტომ რომ მილები ძალიან პატარაა და ის თქვენთვის არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება. თუმცა, ახალა ვაღიარებ, რომ საქმის კურსში უნდა ჩამეყენებინეთ. მე ხომ არასდროს არაფერი მომიტყუებია, ამჯერადაც მენდეთ და გპირდებით, რომ იმედს არ გაგიცრუებთ“.

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]თხოვნის მიუხედავად, მერს ადგილობრივებმა უნდობლობა გამოუცხადეს და მათ დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა: „ჩვენ ეს სარწყავი ძალიან გვაზიანებს. ან პროექტი შეაჩერეთ, ან სხვა გზა მოძებნეთ, თორემ ტრაქტორებს გადავუდგებით და ჩავშლით ყველაფერს! არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ აქედან ერთი წვეთი წყალი წაიყვანოთ!“

ზაზა მელიქიძის თქმით, თუ ახლა მიმდინარე პროექტი შეჩერდება, ამის შემდეგ შესაძლოა, მუნიციპალიტეტს დონორებისგან თანხის მიღება მომავალში ძალიან გაუჭირდეს: „მუნიციპალიტეტმა პირველი გრანტი მიიღო და თქვენ ახლა დონორთან ძალიან ცუდი გამოგყავართ.ხომ გვინდა კიდევ რომ დაფინანსება მივიღოთ?! ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ამ წყალს ჩემი პირადი ინტერესების გამო ხომარ ვაკეთებ?!“

„ჩვენ გპირდებით, რომ ერთ წვეთ წყალს ვერ წაიყვანთ. თუ ამას მაინც დააპირებთ ავიყვანთ ადვოკატს და სამართლევრივად ვიდავებთ!“ – არ დაუთმეს მერს ურავლელებმა.



ბოლოს, დარბაზში დარჩენილ ათამდე ადგილობრივთან მერმა პირობა დადო, რომ თუ ურაველი პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის და სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სოფელში წყლის დონე მკვეთრად იკლებს, სხვა სოფლებს წყლის მიწოდებას შეუწყვეტენ.

„მაშინ ეს დოკუმენტურად უნდა გავაფორმოთ და დადოთ პირობა, რომ წყლის კლების შემთხვევაში იმ ხუთ სოფელს წყალს თქვენ თვითონ გადაუკეტავთ“ – მიმართა მერს როინ სუდაძემ.

შეხვედრა იმ პირობით დასრულდა, რომ ამ შეთავაზების შესახებ სოფელი ითათბირებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და მას ზაზა მელიქიძეს, 11 ივნისს, ორშაბათს, სოფელში გამართულ შეხვედრაზე აცნობებს.

ახალციხის მერისა და ურავლის მოსახლეობის შეხვედრას, სოფლის წარმომადგენელი და დეპუტატი, ასევე „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ კოორდინატორები მერაბ ცინდელიანი და გიორგი ანდღულაძე ესწრებოდნენ. მათ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს.

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]

ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობა
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]
სამი წყაროს იმედად