FM97.5 / LIVE

რამდენ ლარს დახარჯავს მერია 'ახალციხელობის' დღესასწაულისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.06.2018
ახალციხის მერიამ, "ახალციხელობის" დღესასწაულის ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 ივნისს დასრულდება.

რამდენ ლარს დახარჯავს მერია 'ახალციხელობის' დღესასწაულისთვის

წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 30 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. ტექნიკური მომსახურებისა და ღონისძიების ორგანიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს 41 826 ლარზე აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ, სრული ღონისძიება, 12:00–დან 22:00 საათამდე, შემოქმედებითად და ტექნიკურად (გახმოვანების და განათების აპარატურით) უნდა უზრუნველყოს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: სცენის მოწყობა, განათება;
ცნობილი ქართული მაღალი რეიტინგის მქონე მუსიკალური ბენდებისა და მომღერლების მოწვევა/ტრანსპორტირება;
სიგელებისა და მედლების დამზადება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეებისა და საპატიო ახალციხელებისათვს;
ტრადიციული მესხური სამზარეულო კუთხის მოსაწყობად პროდუქტების შეძენა;
სავაჭრო- სადეგუსტაციო კუთხეების მოწყობა;
ფეიერვერკის მომზადება/გაშვება.

ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს
მერიამ „ახალციხელობის“ დღესასწაულისთვის  ტენდერი 55 000 ლარზე გამოაცხადა
რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე
ახალციხე სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადება
ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი  ბორჯომში
რას ნახავს მაყურებელი  "ახალციხელობის" დღესასწაულზე