FM97.5 / LIVE

„იარე ნელა!“ – ვალეში მოსწავლეები საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2018
ვალეში, მეორე საჯარო სკოლის 20–მდე მოსწავლემ ცენტრალურ ქუჩაზე ტრანსფარანტებით მსვლელობა მოაწყო. ახალგაზრდები სტალინის ქუჩაზე „მწოლიარე პოლიციელის“, ასევე, საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ.

„იარე ნელა!“  – ვალეში მოსწავლეები საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ [Video]

„ადამიანი კანონზე წინ დგას“, „იარე ნელა“, „გაადაარჩინე შენი შვილების სიცოცხლე“, „იზრუნე შვილის უსაფრთხოებაზე“, „მომავალი თაობა მთავარია“ – ამ ტრანსფარანტებით, ვალეში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, შვიდ ივნისს, ცენტრალურ ქუჩაში მსველელობა გამართა.

„ეს აქცია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დავგეგმეთ და საგაკვეთილო საათების შემდეგ მოვაწყვეთ. ჩვენი პროტესტის მიზანი ის არის, რომ იყოს საგზაო ნიშნები და აღარ მოხდეს ავარიები, როგორც გუშინ მოხდა“,–გვითხრა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თეკლა არუთინოვმა.



გუშინ, ექვს ივნისს, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვალეში ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოსწავლეებმა მსვლეობა სწორედ ამ შემთხვევის ადგილიდან დაიწყეს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ თუ ქალაქში ე.წ. მწოლიარე პოლიციელები იქნება, მანქანები ნაკლები სიჩქარით ივლიან და ავარიების შემთხვევების რიცხვიც შემცირდება.

„ვფიქრობდით რომ ამ აქციაში ადგილბრივებიც შემოგვიერთდებოდნენ, მაგრამ არავინ გამსულა“, – ამბობს აქციის მონაწილე ვალერი ხითარიშვილი.
მოსწავლეები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მსგავსი ტიპის აქციების პერმანენტულად გამართავენ: „დღევანდელისგან განსხვავებით, აქციას უფრო უკეთ დავგეგმავთ და ვალეში მცხოვრებლებსაც გავაფრთხილებთ რომ შემოგვიერთდნენ“.

ახალციხის მერის ზაზა მეილიქძის განცხადებით, სტალინის ქუჩზე, სწორედ იმ მონკავეთზე სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარკვეული ნაბიჯები უსაფრთხოების მიზნით უკვე გადაიდგა.

„სავალი გზის ორივე მხარეს ტროტუარები მოვაწყეთ იმისთვის, რომ ხალხს გზაზე აღარ ევლო. მეორე საჯარო სკოლასთან იგეგმება შუქნიშანის დამონტაჟებაც, შემოდგომამდე დავაყენებთ ვიდეოთვალსაც“, – ამბობს მელიქიძე და ამატებს, რომ იმ ადგილზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სიჩქარის შემზღუდველი და გზაზე გადასასვლელი ნიშნებია მოწყობილი.

„იარე ნელა!“  – ვალეში მოსწავლეები საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ [Video]

შეგახსენებთ, რომ ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევა, გუშინ შვიდ ივნისს სტალინის ქუჩაზე დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ბავშვს გზის მეორე მხრიდან ბაბუამ დაუძახა, მისთვის ნაყინი უნდა მიეცა, ბავშვმა გზაზე გადაირბინა, მძღოლმა კი საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დაარტყა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

საქმეზე დაკავებულია 24 წლის ბ.ა. ვალის მკვიდრი. იგი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. ჯერ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს არ უმსჯელია.

„იარე ნელა!“  – ვალეში მოსწავლეები საგზაო ნიშნების გაკეთებას ითხოვენ [Video]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვალეში ავარიისას გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე მძღოლი დააკავეს
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში
ვალეში შუქნიშნების დაყენებას სამი თვის წინ ითხოვდნენ, თუმცა ამ დრომდე არ გაუკეთებიათ
ორი ავარია ერთ თვეში – ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა