სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის ციტადელზე ხალიჩა–ფარდაგების გამოფენა მოეწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2018
ახალციხის ციხის ციტადელზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა დროს შექმნილი ხალიჩა–ფარდაგებია გამოფენილი.

ახალციხის ციხის ციტადელზე ხალიჩა–ფარდაგების გამოფენა მოეწყო

ქართლ–კახეთიდან, ფშავ–ხევსურეთიდან, თუშეთიდან, აჭარიდან, თბილისიდან და სამცხე–ჯავახეთიდან წარმოდგენილი ხალიჩა–ფარდაგების ნახვა დამთვალიერებლებს მთლი ზაფხულის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დარბაზის ზედამხედველი დალი გოგოლაძე ამბობს, წარმოდგენილი ნიმუშები ძირითადად იმ რეგიონებიდანაა, სადაც მეცხვარეობა იყო განვითარებული: „თუშური ფარდაგები მშვიდი ფერებით ხასიათდება და რაც მთავარია, ბუნებრივი ფერით იქსოვება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მესხური ფარდაგები კი შედარებით ჭრელი და ფერადოვანია, ამის მიზეზი თურქული გავლენაა.“

ხალიჩა–ფარდაგებთან ერთად ციტადელზე ხევსურული ტანსაცმელი და ახალციხელი ქალის როზა მეფისაშვილის მიერ მე–19 საუკუნეში შესრულებული „თამარ მეფეც“ გამოფინეს.

ახალციხის ციხის ციტადელზე ხალიჩა–ფარდაგების გამოფენა მოეწყო

„მე–19 საუკუნეში, ქალაქის ძველ უბანში ცხოვრობდა როზა მეფისაშვილი. მას განათლება არ მიუღია, თუმცა განსაკუთრებული ქსოვისა და ქარგვის ნიჭით, მთელ ახალციხეში ყველას იცნობდა“, – გვიყვება გოგოლაძე.

გამოფენა სამცხე–ჯავახეთის იტორიულ მუზეუმში უნდა გამართულიყო, თუმცა შენობაში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ის ციხის ციტადელზე მოეწყო.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს
დღის მთავარი გამოშვება – 8 ივნისი [Audio]
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა [Photo]
„ძველი და ახალი ახალციხე“ – გამოფენა "ახალციხის ციხეზე"
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]