ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2018
TDI-ს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში სამცხე–ჯავახეთში არსებული ის შვიდი სალოცავი მოხვდა, რომლებიც ამ გამოფენის ორგანიზატორების თქმით, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ისტორიულ მეპატრონეებს სხვადასხვა მიზეზით აღარ დაბრუნებიათ.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

გამოფენა რვა ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების" ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.

მასში, კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული, იმ სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური, სომხური და ლუთერული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ისტორიულ მესაკუთრეებს დღემდე არ დაბრუნებიათ.

გამოფენა 28 სალოცავს მოიცავს. მათგან ყველაზე მეტის, რვა სალოცავის, ისტორიული მესაკუთრე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაა, შვიდი სალოცავი წარსულში კათოლიკე ეკლესიის საკუთრებაში შედიოდა, ექვსი – ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ოთხი– მუსლიმთა, სამი – კი იუდეველთა თემის საკუთრება იყო.

დღეისათვის, ამ სალოცავთა ნაწილზე პასუხისმგებლობა არავის აქვს აღებული და მიტოვებულია, ნაწილი კი სადავო ნაგებობებს წარმოადგენს, რადგან მასზე ისტორიული მესაკუთრეების გარდა, პრეტენზიას სხვა კონფესიაც აცხადებს.

გამოფენაში წარმოდგენილ სალოცავებს შორის შვიდი შენობა სამცხე–ჯავახეთში მდებარეობს. მათ შორის კათოლიკური ეკლესიის – სამი, მუსლიმური თემის – ორი, სომხური ეკლესიის – ერთი და იუდეური თემის – ერთი. ამ სალოცავების ნაწილზე პრეტენზიას ორი კონფესია აცხადებს, ნაწილი კი რელიგიურ გაერთიანებას ჩამოართვეს და არავინ პატრონობს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტო მასალას თან სალოცავების მცირე ისტორიები ახლავს. გთავაზობთ იმ სალოცავების ჩამონათვალს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთიდან ამ გამოფენაზე მოხვდა. ასევე, ჩამოთვლილ ძეგლებს გთავაზობთ იმ მინაწერებით, როგორც ისინი გამოფენაზეა წარმოდგენილი:

სინაგოგა ახალციხეში


ახალციხეში, რაბათის უბანში (გურამიშვილის ქ.) 1902 წელს აწყურიდან გადმოსულმა ებრაელებმა დააარსეს სინაგოგა. საბჭოთა პერიოდში, 1953 წელს, სინაგოგა გაუქმდა და მასში ჯერ ბიბლიოთეკა მოეწყო, შემდეგ კი, სპორტული დარბაზი. დღესდღეობით უმოქმედო შენობაა.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

უდეს კათოლიკური ეკლესია


1904-1906 წელს სოფელ უდეში, სოფლის მკვიდრ სიმონ ჭილაშვილის თაოსნობით, კათოლიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ხარჯები სოფელმა გაიღო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრება გახდა. მან მნიშვნელოვნად შეცვალა ეკლესიის იერ-სახე.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

სოფელ ივლიტას კათოლიკური ეკლესია


ახალციხის სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესია VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. 1991 წლიდან მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი. კათოლიკე სასულიერო პირებს არ ეძლევათ მსახურების შესაძლებლობა. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესია


ბუზმარეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს შუა საუკუნეების ეპოქის, ამაღლების სახელობის ეკლესია. სასაზღვრო ზონაში მდებარეობის გამო, კათოლიკეებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში შეეძლოთ ტაძარში მისვლა. 2006-2007 წლებში აღადგინეს. 2008 წლიდან ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მამათა მონასტერიც აშენდა. კათოლიკეებს ეკლესიაში შესვლის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. ისინი წელიწადში ერთხელ, ამაღლების დღესასწაულზე მიდიან ეკლესიის მახლობლად და გარეთ, ტყეში ლოცულობენ. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

სოფელ მოხეს მეჩეთი


მეჩეთი 1927-34 წლებში ადგილობრივებმა ააშენეს. მოქმედებდა 40-იანი წლების დასაწყისამდე, მესხების მასობრივ გადასახლებამდე. 1957 წელს შენობას მიენიჭა კლუბის სტატუსი, ასევე გამოიყენებოდა ბიბლიოთეკად. შენობის დაბრუნებას ადგილობრივი მუსლიმები 90-იანი წლებიდან ითხოვენ. 2007 წლიდან ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შენობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. 2014 წელსვე ნაგებობაზე პრეტენზია მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა. მეჩეთის ბედი კვლავ გაურკვეველია.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

სოფელ აბასთუმნის მეჩეთი


სოფელ აბასთუმნის მეჩეთი მე-19 საუკუნის ბოლოს არის აგებული. საბჭოთა რეჟიმის დროს მეჩეთი დაიხურა. ბოლო პერიოდში შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაინგრა. შენობა მიტოვებულია და პირუტყვის სადგომად იყენებენ.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

სურბ ნშანი (სურბ ვარდანანც) სომხური ეკლესია - ახალციხე


ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1861-1868 წლებში. საბჭოთა რეჟიმის დროს 1938 წელს, შეჩერდა ღვთისმსახურება და შენობა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ეკლესიაზე პრეტენზიას აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა

ღონისძების ორგანიზატორების თქმით, რესტიტუციის (ქონების დაბრუნება) საკითხი ანუ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო–ნაგებობების დაბრუნების საკითხი, რამდენიმე რელიგიური გაერთიანების წინაშე განსაკურებიც მწვავედ დგას.

"ჩვენი გამოფენის მიზანი არ არის ამომწურავი სიისა და ნაგებობების ჩვენება, რა თქმა უნდა, ამაზე გაცილებით მეტია ზიანი, რომელიც მათ მიადგათ, მათ შორის მართლმადიდებებლ ეკლესიას. უბრალოდ, ჩვენ გვინდა რესტიტუციის დაბრუნების პრობლემას გავუსვათ ხაზი. რადგან სახელმწიფო არ იჩენს ნებას, რომ ქონება დაუბრუნდეთ ისტორიულ მესაკუთრეებს და არანაირი ნაბიჯები არ იდგმება ამ კუთხით", – ამბობს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


17.08.2018 სკოლებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება იწყება

15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2018 ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

17.08.2018 ‘ბორჯომობისთვის' ბიუჯეტიდან 48 000 ლარი დაიხარჯება

17.08.2018 სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს

17.08.2018 ‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში სკვერი მოეწყობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს
აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა
კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს
განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში
მკვლევარები: „არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ მოხეში მეჩეთის  ადგილას ნაეკლესიარი იყო“
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს