FM97.5 / LIVE

1918–1921 წლების საქართველოს ისტორია – ლექცია ახალციხის ციხეზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2018
პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მწერალმა გიორგი კეკელიძემ და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძემ ახალციხეში 1918–1921 წლების საქართველოს ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხეს.

1918–1921 წლების საქართველოს ისტორია – ლექცია ახალციხის ციხეზე

ღონისძიება „ახალციხის ციხის“ საკონფერენციო დარბაზში დღეს, შვიდ ივნისს გაიმართა.

ღონისძიება, 1918–1921 წლების საქართველოს რესპუბლიკას, მის მიღწევებს მიეძღვნა, ასევე სტუმრებმა ამავე წლებში ქართული მწერლობისა და ხელოვნების შესახებ ისაუბრეს.

„ისტორია უფრო დიდია, ვიდრე ამის სწავლის საშუალებას იძლევა სასკოლო სახელმძღვანელობი. ამიტომ ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ლიტერატურა გამოვა და საქართველოს დამოუკიდებლობის და იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ“, – ამბობს ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე.

ღონისძიება ციხის საკონფერენციო დარბაზში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და მას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ლექციის დასრულების შემდეგ მათ შეკითხვები ძირითადად რუსეთ საქართველოს ურთიერთობების შესახებ დასვეს.

„ახალგაზრდებისგან ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ღრმა და ლოგიკური ანალიზი მოვისმინეთ. მათ სურთ, რომ უფრო მეტი შეიტყონ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესახებ. ამ კუთხით ასეთი ლექციები დიდ როლს თამაშობს“, – გვითხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

დღევანდელი ლექცია–სემინარი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა. მის მიზანს ასევე დედაქალაქსა და რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას წარმოადგენდა.

პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო", სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება. მის ფარგლებში, ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში იმართება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

დღეს, „ახალციხის ციხეზე" ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო, ასევე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებისა და ჯგუფ "Under 7" მონაწილეობით.

1918–1921 წლების საქართველოს ისტორია – ლექცია ახალციხის ციხეზე

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

14.12.2018 გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან
‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე  1918–1921 წლების ისტორია გააცოცხლეს
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ
ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]