FM97.5 / LIVE

‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2018
"ახალციხის ციხეზე" პროექტ "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დასკვნით ნაწილში მწერალი გიორგი კეკელიძე და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე საჯარო ლექციას წაიკითხავენ.

‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს

ღონისძიებები 14:30 საათზე ადგილობრივი მხატვრების გამოფენით გაიხსნა, შემდეგ კი 1918–1921 წლების თემატიკაზე საქართველოს სხვადასხვა კინოფესტივალზე გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

18:00 საათიდან ციხეზე სამეგრელოდან მოწვეული ფანკჯგუფ „Under 7“-ის კონცერტი დაიწყო. ბენდი ექსპერიმენტულ ფანკ–მუსიკას ფოლკლორული ელემენტებით უკრავს: „ჩვენი ჯგუფი ოთხი წლის წინ შეიქმნა ზუგდიდში და ძირითადად სამეგრელოში ვუკრავთ, იმედია ადგილობრივ მსმენელს მოეწონა ჩვენი მუსიკა“, – ამბობს გიორგი მაკალათია, რომელიც ბენდში გიტარაზე უკრავს და მღერის კიდეც.

ფილმების ჩვენების შემდეგ, ახალციხის ექვს საჯარო სკოლას საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემის წიგნები და ალბომები გადაეცათ. პეტრე ოცხელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ვაჟა ფშაველას და სხვა ქართველი შემოქმედების კრებულები სკოლების დირექტორებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს.

პროექტის დასკვნით ნაწილში მწერალი გიორგი კეკელიძე და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე ადგილობრივებთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის, ასევე, 1918-1921 წლებში ქართული მწერლობისა და ხელოვნების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავენ.

‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს

‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს

[ავთო ინასარიძე, თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

14.12.2018 გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან
1918–1921 წლების საქართველოს ისტორია – ლექცია ახალციხის ციხეზე
ახალციხის ციხეზე  1918–1921 წლების ისტორია გააცოცხლეს
ახალქალაქში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
ახალციხის ციხეზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [Video]
ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა
უნიკალური მასალების გამოფენა ახალქალაქში [Photo]