FM97.5 / LIVE

ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.06.2018
ბორჯომში, ჩარხის წყლის აგრარული ბაზრის მეწარმეებს ხანძრისგან, დაახლოებით, 65 000 ლარამდე ზარალი მიადგათ. დირექტორი ამბობს, რომ თუ ზარალი არ ანაზღაურდა, შესაძლოა ბაზარი დაიხუროს.

ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ფოტო: ბორჯომის ტელევიზია


ბორჯომში, ჩარხის წყლის აგრარული ბაზარში ხანძარისგან 18 მეწარმე დაზარალდა.

„ბაზარი ძირითადად შენობის პირველ სართულზე, 500 კვადრატულ მეტრზე იყო გაშლილი. აქედან 100 კვადრატული მეტრი დაიწვა, მაგრამ მაღალი სიცხისაგან ინვეტარი და პროდუქტი მთელ სართულზე განადგურდა“, – ამბობს ჩარხის წყლის აგრარული ბაზრის დირექტორი გია მელიქიძე.
შენობაში დამტვრეულია შენობის ფანჯრები, ასევე, ჩამოშლილია ჭერი.

„არ ვიცი, საერთოდ, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ მეწარმეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. არადა თუ ვინმე არ დაგვემხარა აქ ბრუნვა არ იქნება და შესაძლოა ბაზარი დაიხუროს კიდეც, წაგებაზე ხათრით არავინ იმუშავებს. ახლა ბაზარი დაკეტილია, აქ მხოლოდ გარემოვაჭრეები მუშაობენ“, – ამბობს მელიქიძე.

ნახანძრალი ბაზარის ტერიტორია ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა უკვე დაათვალიერეს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები ბაზრის დირექტორს, ხვალ რვა ივნისს შეხვდებიან: „იქ გადაწყდება ალბათ თუ რითი შეძლებს დაზარალებული მეწარმეების დახმარებას მერია“.

ბორჯომის აგრარულ ბაზარში ხანძარი გუშინ, ექვს ივნისს დილის 05:00 საათზე გაჩნდა. შენობაში ცეცხლი დარაჯმა დაინახა და სახანძრო ჯგუფს გამოუძახა. დირექტორი ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს. შსს–მ საქმეზე ძიება 187–ე მუხლის მორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ბორჯომის აგრარული ბაზარი 2007 წელს აშენდა და საიჯარო ხელშეკრულებით შპს „საუკუნმშენს“ 2031 წლამდე გადაეცა. როგორც ბაზრის დირექტორი ამბობს, შპს–ს დამფუძნებელი ამ ჟამად საქართველოში არ იმყოფება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

14.12.2018 გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა
ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა
ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
ბორჯომში დამწვარ ბაზარში ზარალს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა