FM97.5 / LIVE

თურქული ბარის საქმეზე ექიმები და გამომძიებლები დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 07.06.2018
ახალციხის რაიონულ სასამართლოში თურქული ბარის საქმეზე ის ექიმები დაკითხეს, რომლებმაც ერთ–ერთი ბრალდებული პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და გასინჯეს. ასევე, ჩვენება მისცეს ამ საქმის გამომძიებლებმაც.

თურქული ბარის საქმეზე ექიმები და გამომძიებლები დაკითხეს

ექვს ივნისს სასამართლოში გამართულ სხდომას, რომელიც შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძლედა ერთ–ერთი ბრალდებული გ.კ. არ ესწრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა თამარ სადრაძემ სხდომაზე განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მგზავრობა არ შეეძლო.

პროცესზე პირველი ჩვენება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა სერგო სამპონჯიანმა მისცა. მან ბრალდებული გ.კ. რომელიც ცემაში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას ადანაშაულებს, პოლიციიდან საავამდყოფოში გადაიყვანა. მან იმის გამო, რომ შვიდი თვის წინ მომხდარი ფაქტები ზუსტად ვერ გაიხსენა, შეკითხვების ნაწილი უპასუხოდ დატოვა: „პაციენტს ჰქონდა დაზიანებები და საჭიროებდა ჰოსპიტალში გადაყვანას. მას გონი დაკარგული არ ჰქონდა, კონტაქტური იყო“.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი გ.კ. ნერვოლოგმა ლია მერაბიშვილმა გასინჯა. მისი თქმით, ბრალდებულს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა: „იტკივებდა თავს და მუცელს. იძახდა ცუდად ვარ ყველაფერი მტკივაო და საავადმყოფოში მოკუნტული, მწოლიარე მდგომარეობაში იყო. გონი არ დაუკარგავს. თავის ტივნშიც მწვავე კეროვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა“.

სასამართლო პროცესზე დროის დიდი ნაწილი გამომძიებლების გიორგი ბასილიას, თამაზ ფაილოძის, ალექსანდრე თამაზაშვილის და ალექანდრე გელაშვილის დაკითხვას დაეთამო. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებთან დაცვის მხარეს შეკითხვები ძირითადად არასრულად შედგნილ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„შემთხვევის დროს ბარში მყოფი თურქეთის მოქალაქის რაფიტ ჩილიკის დაკითხვისას, თარჯიმანს ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი რატომ არ მოსთხოვეთ?! იქნებ არ იცოდა ენა კარგად და ზუსტად ვერ თარგმნიდა?! ასევე, ჩილიკის დაკითხვის დოკუმენტში არ წერია მისი დაბადების წელი, თვე და რიცხვი. აქ არაა ინფორმაცია რითიც მოწმის იდენტიფიცირება მოხდება“, – უთხრა სხდომაზე ადვოკატმა თამარ სადრაძემ ბასილიას.

მისი თქმით, მოწმის პირადი მონაცემები არ ჰქონდა მითითებული დაკითხვის ოქმებში ალექსანდრე თამაზაშვილსაც: „ალექსანდრე გელაშვილს კი არ აქვს წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დოკუმენტში ის, თუ რის საფუძველზე ათვალიერებდა ამ ადგილს და ატარებდა საგამოძიებო ღონისძიებას. ასევე, დათვალიერებისას ექსპერტის მიერ გადაღებულ ფოტოებს თან არ ახლავს ექსპერტის ხელმოწერა“.

შემდეგი სასამართლო 12 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემთვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან რამით, ახალციხეში, ე.წ საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთისს რესუბლიკის მოქალაქეებს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2018 ‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

20.10.2018 ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს