ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video] »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2018
ახალციხეში, ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს იაკობ ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარი გირაო შეეფარდა. იგი დღეს, ექვს ივნისს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]

ცოლის ცემაში ბრალდებულის, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის იაკობ ბლუაშვილის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ბრალდების მხარემ დღეს, არსებით განხილვაზე გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა. დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.
ამავე სხდომაზე სასამართლომ ბლუაშვილის აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებაზეც იმსჯელა.

„ჩვენ ისევ იმ პოზიციაზე ვართ, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს. არსებობს საფრთხე, რომ ის სასამართლოში დასაკითხ მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, ასევე, შესაძლოა მიიმალოს“, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

ბლუაშვილის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა კი მოსამართლესთან 5 000 ლარზე გირაოს შეფარდებით იშუამდგომლა: „იაკობ ბლუაშვილმა პატიმრობაში ყოფნის დროს გაანალიზა მომხდარი, სწორად და სამართლიანად შეაფასა ყველაფერი, ინანიებს ჩადენილს და პატიებას ითხოვს. ყველა სახის გამოძიებაც დასრულებულია და ხელს ის ვეღარაფერს შეუშლის. გარდა ამისა ბლუაშვილი არის პოლიციის მაიორი და ეს წოდება უბრალოდ არ მოდის, მას არაერთი დამსახურება აქვს“.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოიტანა და პოლიციელი 5 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

დარბაზიდან გათავისუფლებულმა პოლიციელმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.



საქმეზე შემდეგი სხდომა 20 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან, გოჩა ბლუაშვილიც დღეს, ექვს ივნისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების ყოფილ თანამშრომელს, ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა და 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]
შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2  ახალციხელია
ოჯახში ძალადობაზე დაკავებული პოლიციელი ძმების საქმის განხილვა იწყება
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს