FM97.5 / LIVE

ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2018
პოლიციელ გოჩა ბლუაშვილთან, რომელსაც რძალსა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა. ბლუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა [Video]

დღეს, ექვს ივნისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომლის გოჩა ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესზე მხარეებმა საპროცესო გარიგების შესახებ მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს.

სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა. შემდეგ კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის საპროცესო გარიგებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოსამართლეს მისი დამტკიცება სთხოვა.

პროკურორმა მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს ბრალდებულისთვის ერთი წლით პირობითი მსჯავრის შეფარდება, ასევე, 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება სთხოვა. ლონდარიძემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, ბლუაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სხდომის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ნათესავები და დედა კი „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

„ნუ იღებთ [გოჩას]! მკვლელები და რეციდივისტები გადაიღეთ“, – აცხადებდნენ ისინი.

მსჯავრდებულის ბიძამ მამუკა ბლუაშვილმა კი კამერის ჯოხით დაზიანებაც სცადა, თუმცა, იგი სასამართლოს მანდატურებმა შეაჩერეს.



სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე მაშინ, როცა იგი რეგიონში დაინიშნა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში პროკურატურის პრიორიტეტებზე საუბრისას აცხადებდა, რომ რიგით პირველი ქალზე ძალადობის, ასევე, ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. განსაკუთრებულ აქცენტს რიჟამაძე ოჯახში ქალზე ძალადობაზე აკეთებდა.

შეკითხვაზე, რატომ გააფორმა პროკურატურამ ქალსა და არასრულწლოვანზე მოძალადესთან საპროცესო გარიგება, რიჟამაძემ გვიპასუხა: „ოჯახში ქალზე მოძალადესთან, მიუხედავად იმისა, დაზარალებულს ექნება თუ არა მასთან პრეტენზია, საპროცესო გარიგებაზე არ წავალთ. ეს არ იყო ოჯახში ძალადობა, ეს ჩვეულებრივ 126–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება იყო“.

ასევე, შეკითხვაზე, რატომ იყო სულ ერთი ის ფაქტი, რომ პოლიციელმა ძმის ცოლზე, ქალზე იძალადა, ოლქის პროკურორმა გვიპასუხა: „დიახ, ეს ქალი მისი ძმის ცოლი იყო, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ოჯახში ძალადობა და ზოგადად ძალადობა. თუ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს და ამას არ გამოუწვევია განსაკუთრებული ზიანი და დაზარალებული თავად ითხოვს საპროცესო შეთანხების გაფორმებას, პროკურატურა მათ მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი არ არის. ჩვეულებრივი ძალადობა ყოველდღიურად უფრო მეტი ხდება, ვიდრე ოჯახში ძალადობა“.

რიჟამაძე აცხადებს, რომ საპროცესო გარიგება არ გაფორმდება გოჩა ბლუაშვილის ძმასთან, ასევე, პოლიციელთან, იაკობ ბლუაშვილთან, რომელსაც ბრალი ცოლზე ძალადობისთვის აქვს წაყენებული.

დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იაკობ ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეს მარიკა ჩიტაშვილი იხილავს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ და მოწმეები არ დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი.

[თამუნა უჩიძე, ნანა ინასარიძე ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
შსს–დან ოჯახში ძალადობისთვის გათავისუფლებული 3 პოლიციელიდან 2  ახალციხელია
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს [Video]
ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ოჯახში ძალადობაზე დაკავებული პოლიციელი ძმების საქმის განხილვა იწყება
სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ახალგაზრდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
საქმეზე, რომელშიც სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ, საპროცესო ფორმდება