FM97.5 / LIVE

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის ბიბლიოთეკაში 5,000 წიგნიდან 2,000-მდე დარჩა. წიგნების ნაწილი გაძარცვეს, ნაწილი კი დაწვეს

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?
ავარიული შენობა კარისა და ფანჯრების გარეშე, მორყეული კიბე, დახეთქილი კედლები, ჩატეხილი იატაკი, წყლისგან გაყვითლებული და ბათქაშ-ჩამოცვენილი ჭერი, - ეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სხვილისის გამოკეტილი ბიბლიოთეკაა.
აქ ათასობით წიგნი ბნელ და ნესტიან საცავში ინახება, თუმცა, ინახება - მხოლოდ პირობითად. 5,000 წიგნიდან საცავში მხოლოდ 2 ,000-მდეა დარჩენილი.

ბიბლიოთეკის შესასვლელში ჩანაცრებული კოცონია, იქვე, ცეცხლის ალს გადარჩენილი წიგნების ნარჩენები მოჩანს. ის, რომ ცეცხლი წიგნებს უკიდია, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს. ადგილობრივები კი ამტკიცებენ, რომ შენობის ეზოში წიგნებს კი არა, ქაღალდის ყუთებს წვავენ. თუმცა, საიდან გაჩნდა გაუქმებულ ბიბლიოთეკაში ყუთები, ვერ გვპასუხობენ.

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?სხვა ასობით ბიბლიოთეკის მსგავსად, სხვილისის ბიბლიოთეკაც 2006 წლიდან გაუქმდა. 2008 წლიდან, მაშინ, როცა სოფლის ბიბლიოთეკები იმავე სოფლის ან ახლომდებარე დასახლებული პუნქტების სკოლებს ზემო სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლას დაეწერა. სკოლას წიგნების გადატანის ვალდებულება არ აუღია. წიგნადი ფონდი სოფელში უნდა დარჩენილიყო, სკოლას მათი მოვლა - პატრონობა ევალებოდა.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ სხვილისის ბიბლიოთეკაზე მეთყვალყურეობა მათი სურვილი არ იყო, პირიქით, სკოლას ამის არც მატერიალური საშუალება ჰქონდა და არც კადრები ჰყავდა.

”ეს ჩვენი სურვილი არ იყო. ასეთი მიდგომა იყო მაშინ, რომ დროებით, სანამ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ, გაუქმებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი სკოლებს უნდა გადასცემოდა. ჩვენ იმ პირობით დაგვეწერა ეს წიგნები, რომ ფონდი არ უნდა წამოსულიყო სოფლიდან და აქედან უნდა მიგვექცია ყურადღება, ვინმე კონკტერულად უნდა დაგვენიშნა, რომელიც უპატრონებდა ამ წიგნებს. გვყავდა ადმიანი, რომელიც ყოველგვარ ანაზღაურების გარეშე პატრონობდა ამ წიგნებს, მაგრამ რამდენ ხანს უპატრონებდა?”, - გვიხსნის დირექტორი.

ამ პერიოდში, წლების განმავლობაში, ბიბლიოთეკას ყოფილი ბიბლიოთეკარი რიტა მესხიძე პატრონობდა.

”ავადმყოფობის გამო ხშირად ვერ მივდიოდი. ერთხელ მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ბიბლიოთეკა გაუტეხავთ და წიგნები გაუზიდავთო“, - იხსენებს ბიბლიოთეკარი.

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?მოგვიანებით, ბიბლიოთეკის აღდგენა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ვორდ ვიჟენმა” გადაწყვიტა. თუმცა, ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ შენობა რემონტს აღარ ექვემდებარებოდა. ორგანიზაციის კოორდინატორი, ბავშვთა განვითარების მუშაკი სოფელში ეკა ზედგინიძე ამბობს, რომ ზაზა თამარაშვილი საქმის კურსში ჩააყენა. თამარაშვილმა შესთავაზა წიგნები აღეწერათ, თუმცა, ამისთვის დრო ვერ გამოინახა.

”მე ვერ გავაკეთებდი აღრიცხვას, მე ჩემი სამსახური მაქვს და არ მცალია. ბავშვები ამდენს ვერ მოახერხებდნენ, - ამბობს ზედგინიძე და ამატებს, რომ დირექტორს სთხოვეს წიგნები, განადგურებისგან დასაცავად, სკოლაში გადაეტანა, - ადგილობრივი მოსახლეობა ფონდს ნელ-ნელა სახლებში ზიდავდა. წიგნებს საპირფარეშოსთვის და ღუმელის ასანთებად იყენებდნენ“.

სკოლამ წიგნების გადმოტანა ვერ მოახერხა.

„მე მაქვს ძალიან კარგი წიგნადი ფონდი, რომელიც წიგნების დამატებას არ მოითხოვს. მითუმეტეს, იქ არის განადგურებული წიგნები, არაფერში მჭირდებოდა“, - ამბობს ზაზა თამარაშვილი.

თამარაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, უბრალოდ, სკოლას გამოსავალი არ ჰქონდა. მათ წიგნების გადმოტანა არ შეეძლოთ და ამის შესახებ ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებული იყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე არაფერი იციან
რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს