FM97.5 / LIVE

ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა

მთავარისიახლე, სამართალი 06.06.2018
ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა. ხანძრის შედეგად განადგურებულია პროდუქტი, ტანსაცმელი და დაზიანებულია შენობის კარ–ფანჯარა. ხანძრისას არავინ დაშავებულა.

ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვაფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

ხანძარი ბორჯომის აგრარულ ბაზარში დღეს, 6 ივნისს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე გაჩნდა.

როგორც ბაზრის დირექტორი გია მელიქიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრამდე ფართი. მისივე თქმით, ცეცხლი ბაზრის დარაჯმა შენიშნა და სახანძრო ჯგუფს გამოუძახა.

„თითქმის დამწვარია პირველი სართული, აღარაფერი გადარჩება, დამტვრეულია კარ–ფანჯარა. ერთი შეხედვით ზიანი დიდია, მაგრამ ვის რა გაუნადგურდა, ამას ნელ–ნელა გავარკვევ“,–გვიხსნის ბაზრის დირექტორი გია მელიქიძე.

მელიქიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.
ბაზრის დამწვარი ტერიტორია უკვე შეისწავლეს სამართალდამცველებმა.

ახლა, ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელბი ტერიტორიას ასუფთავებენ და შენობიდან გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა
ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალციხის აგრარული ბაზრის დირექტორად ნოდარ გოროხოვი დაინიშნა
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]