სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.06.2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ორს საკრებულოს დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია, ერთმა კი დოკუმენტი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ ამის შესახებ ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.

‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია

„რა განრიგი? საიდან მოიტანეთ! 12 წელია საკრებულოში ვარ და მსგავსი დოკუმენტი არ გვქონია. გრაფიკი რა საჭიროა, როცა საჭირო იქნება ჩვენი დეპუტატები მოსახლეობას მაშინ შეხვდებიან“, – ასე უპასუხა „სამხრეთის კარიბჭეს“ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა, რომელსაც მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგის დამტკიცების შესახებ დოკუმენტი ვთხოვეთ.

არა და ნინოწმინდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს დამტკიცებული რეგლამენტის 132–ე მუხლში წერია, რომ „საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან“.

გასული წლის ოქტომბერში გამართული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი შვიდი თვე გავიდა.

„თუ საკრებულო არ ასრულებს ამ ძალიან ელემენტარულ ვალდებულებას, რა ანგარიშვალდებულებაზეა ლაპარაკი?! საკრებულოს საქმიანობის ერთ–ერთი ფორმა მოქალაქეებთან შეხვედრაა, რისთვისაც ისინი ანაზღაურებას იღებენ. თუ არ აქვთ განრიგი და არც ხალხს ხვდებიან ეს მათი მხრიდან გულგრილობაა. ეს მომავალი არჩევნებისთვის გასათვალისწინებელი საკითხია. ასეთი დეპუტატები აღარ უნდა აირჩიოს ხალხმა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი და ამატებს, რომ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში რეგულაციები მითითებული არ არის, თუმცა შეხვედრების განრიგის დამტკიცება და მისი შესრულება საკრებულოს პირდაპირი ვალდებულებაა.

ნინოწმინდის მსგავსად დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ამ დრომდე არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაუმტკიცებია. თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მიზეზი ბოლო დროს ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენებია: „განრიგის დამტკიცება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა საკრებულო მომავალ სხდომაზე ამ საკითხს კენჭს აუცილებლად უყრის. განრიგის შედგენაზე უკვე ვმუშაობთ და დავამტკიცებთ კიდეც“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგზე მუშაობა 24 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „სამხრეთის კარიბჭედან“ განრიგის გამოთხოვის შესახებ წერილი მიიღო. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ბრძანება განრიგის დამტკიცების შესახებ პირველ ივნისს გამოსცა, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ მოქალაქეები დეპუტატებთან შესახვედრად ახალქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში უნდა მივიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრები სოფლებში არ გაიმართება.

ასპინძასა და ადიგენში შეხვედრების განრიგი ორ თებერვალს დაამტკიცეს, თუმცა ადიგენში ამისთვის თავმჯდომარეს ბრძანება არ გამოუცია.

„ჩვენ მოსახლეობის გრაფიკი ბიუროს სხდომაზე დავამტკიცეთ, ბრძანება არ გამოგვიცია, მაგრამ დოკუმენტებს თავმჯდომარის მიერ ბეჭედი აქვს დასმული. კანონი ამის უფლებას გვაძლევს“, – ამბობს ადიგენის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი მიხეილ ბუცხრიკიძე.

რაც შეეხება ახალციხის საკრებულოს, აქ მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, მაისში დაამტკიცეს.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა
საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან