FM97.5 / LIVE

დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.06.2018
ერთი თვეა რაც თვითმმართველობამ ახალციხეში მცხოვრებლებისგან დასუფთავების გადასახადის ამოღება დაიწყო. რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივებისგან.

დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხეში მცხოვრებლებმა დასუფთავების გადასახადის გადახდა ერთი თვეა რაც დაიწყეს. პირველი მაისიდან ამ დრომდე ქალაქში 6 000–მდე აბონენტიდან მერიიდან ქვითარი თითქმის ნახევარმა მიიღო.

„ქვითრები ჯერ სულ არ დარიგებულა, თუმცა პირველ რიგში ვეცადეთ, რომ თვითმმართველობის და ჩვენი ააიპ–ების თანამშრომლების ოჯახებში მიგვეტანა. არ გვინდა ვიღაცამ თქვას, რომ ჯერ თქვენ არ გადაგიხდიათ და ჩვენ რას გვთხოვთო“, – ამბობს ახალციხის მერიაში ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე.

მისი თქმით, პირველი მაისიდან, ანუ მას შემდეგ რაც ქალაქში ქვითრების დარიგება დაიწყო ახალციხის მერიამ 2 962 ლარი ამოიღო: „ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ცუდი შედეგი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება“.

როგორც გიორგი თედორაძე ამბობს მონაცემთა ბაზა ამ დრომდე ზუსტდება: „დაახლოებით, ათი შემთხვევა გვქონდა, რომ მოქალაქე მოვიდა და სულადობის ჩასწორება მოგვთხოვა. ჩვენ ქვითარში მითითებული გვქონდა მაგალითად ოთხი სული და რეალურად სამია“.

ახალციხის მერიამ ახალციხეში მცხოვრებლებისგან დასუფთაების მოსაკრებლის ამოღება, პირველი მაისიდან დაიწყო. ამ დრომდე ადგილობრივები ქალაქში დასუფთავების გადასახადს არ იხდიდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

21.03.2019 ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა

21.03.2019 დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ახალციხეში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას იწყებენ [Video]
დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა
ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან