არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წულუკიანის გადადგომას ითხოვს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წულუკიანის გადადგომას ითხოვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.06.2018
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობას მიმართავს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადააყენოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წულუკიანის გადადგომას ითხოვს

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თუკი მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ნახოს და რეალური ცვლილებები გაატაროს, ამისთვის საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა მთავარი პროკურორის შერჩევისას.

[sknews.ge]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ამოქმედდება
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს