FM97.5 / LIVE

მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა

მთავარისიახლე, განათლება 05.06.2018
სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი უდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, ქალაქ ახალციხის სკოლებს შორის კი გამარჯვებული მეექვსე საჯარო სკოლაა.

მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა

მათემატიკის ოლიმპიადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. რეგიონის მასშტაბით, ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 402–მა მოსწავლემ მიიღო, აქედან მეორე ტურში 101 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი 43 მოსწავლე დარჩა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით პირველი ადგილი და გარდამავალი თასი მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის პირველმა სკოლამ, მეორე ადგილზე ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის საჯარო სკოლას ერგო.

რაც შეეხება ახალციხის სკოლებს, აქ პირველ ადგილზე გავიდა და გარდამავალი თასი წელსაც შეინარჩუნა მეექვსე საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი მეხუთე სკოლის მოსწავლეებმა აიღეს, ხოლო მესამე კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებს ერგოთ.

ოლიმპიადაზე ასევე გამოვლინდნენ წარმატებულ მოსწავლეთა მასწავლებლები, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ახალციხის მასშტაბით, მათ სპეციალური თასები გადაეცათ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მათემატიკის ოლიმპიადას მეორე წელია ატარებს. მასში მონაწილეობა მეშვიდედან–მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
ახალციხის მეექვსე სკოლა


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
„წიგნის დღე“ –  ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა
ახალციხის სკოლებს შორის ჭადრაკში პირველი სკოლა ლიდერობს
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
მედალოსანი მოსწავლეები სამცხე–ჯავახეთიდან