FM97.5 / LIVE

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.06.2018
ადიგენში, სოფელ კიკიბოში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი სოფელია, გაკვეთილებს რკინის ვაგონში ატარებენ. იქ არც შუქი და არც წყალი აქვთ.

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

მთის ფერდობზე, ხის ძველი შენობის გვერდით, ერთადერთი ფანჯრით და ორსაფეხურიანი ხის პატარა კიბით, ჟანგიანი ვაგონი დგას. ეს კიკიბოს დაწყებითი სკოლაა და აქ მხოლოდ ერთი მოსწავლე რამინ გობაძე სწავლობს: „მე ორი სახელი მაქვს რამინი და მაჰმუდი. მომწონს როცა მაჰმუდს
მეძახიან, წმინდანის სახელია. ძალიან მიყვარს მათემატიკა. მინდა პოლიციელი გამოვიდე და ქურდები დავიჭირო“.

მისი ოცნებაა მოტოციკლი, ან ველოსიპედი ჰქონდეს: „ზედ გამოვაბამ „კაჭკას“ და ვატარებ“.



ვაგონში, რომელსაც ძნელია სკოლა უწოდო, გასულ წელს ექვსი მოსწავლე სწავლობდა, აქედან ოთხმა დაწყებითი კლასი დაასრულა და სწავლა დერცელის საჯარო სკოლაში გააგრძელა, ერთი კი საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე შევეჩვიე, რომ მარტო ერთი მოსწავლე დამრჩა და მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება. ვმეცადინეობთ, მინდა რომ კარგი ბიჭი გაიზარდოს, თავისუფალ დროს ჭადრაკსაც ვასწავლი“, – ამბობს კიკიბოს სკოლის ერთადერთი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე.

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]მისი თქმით, სკოლაში არსებული მძიმე პირობების გამო, ხშირად იმ აქტივობებს ვერ ახორციელებს, რომელიც დაგეგმილი აქვს: „გასართობი აქ არაფერია. ერთი ბურთი გვქონდა და ისიც გასკდა. შუქიც არ გვაქვს, ზამთარში და ნისლიან ამინდებში, როცა გარეთ სიბნელეა, მოსწავლეს ფანჯარასთან ვსვამ რომ დაწეროს“.

ნანა კიკიბოს სკოლაში სამუშაოდ სამი წლის წინ ახალციხიდან წავიდა: „ჩემი ყოფილი მოსწავლეების სახლში ვცხოვრობ, ძალიან კარგი ოჯახია, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემს ახლობლებს ეგონათ, რომ მთას ვერ შევეჩვეოდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ამდენი წელი გავიდა და კიდევ აქ ვარ“.




კიკიბოს სკოლის ერთადერთი მოსწავლე და მასწავლებელი სკოლაში ყოველ დილით ერთად მიდიან. ტალახიან გზას ბოტებით გადიან, სკოლაში კი ჩუსტებს იცვამენ.

„არ მინდა ოთახი რომ დაისვაროს“ – ამბობს ნანა მაცაბერიძე და წითელ ჩუსტებზე გვითითებს – „გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისევ ბოტებს ჩავიცვამ“.

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]კიკიბო, ზღვის დონიდან 1 520 მეტრის სიმაღელზეა. სოფლამდე მისასვლელად შუაგულ ტყეში მდებარე სახიფათო და დამეწყრილი გზა უნდა გაიარო. აქ სულ რვა ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ. ესაა გობაძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც. ვიდრე რამინი სკოლაშია დედა, დალი ხარაბაძე ტყეში საქონელს მწყემსამს: „15 სული ძროხა მყავს. ხან მე ვაძოვებ, ხან ჩემი ქმარი. დღეს ჩემს მეუღლეს საქმე ჰქონდა და სახლში დარჩა, ამიტომ მე წავედი. საღამოს მივალ სახლში, ძროხებს მოვწველი და რამინს გაკვეთილებს ვასწავლი. მარტო დარჩა ჩემი შვილი, მინდა მის განათლებაზე ვიზრუნო, მაგრამ არ არის ამის შესაძლებლობა“.

რამინ გობაძეს სკოლაში სიარული მომავალ წელსაც მარტო მოუწევს. 2018–2019 სასწავლო წელს კიკიბოს დაწყებით სკოლას, რომელიც დერცელის სკოლასაა მიერთებული პირველკლასელი არ ეყოლება.

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე ადიგენი]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება
კიკიბოს სკოლის ერთადერთ მოსწავლეს  ველოსიპედი აჩუქეს [Photo/Video]
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
აბასთუმნელი მოსწავლე ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ისწავლის
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ