FM97.5 / LIVE

‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის მშენებლობა შეჩერდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2018
ურავლის ხეობაში, იაპონიის საელჩოს დაფინანსებული ირიგაციის პროექტის მშენებლობა შეჩერებულია. ურავლელები ამბობენ, რომ სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი მათი პროტესტი გახდა, მერიაში კი ირწმუნებიან, რომ აღდგენითი სამუშაოები უამინდობის გამო ვეღარ გრძელდება.

‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა

სარწყავი წყლის სისტემის აღდგენა, რომელიც სოფელ ურავლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და ახალციხის ექვსი სოფლის: ანდრიაწმინდის, ახალშენის, წყორძის, მინაძის, ჭაჭარაქისა და ღრელის 300– ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი უნდა გაასარწყავიანოს.
პროექტის მიხედვით, იმ სისტემის 15–კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა აღდგეს, რომელიც წლების წინ ახალციხეს სასმელი წყლით ამარაგებდა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ამ სისტემის მხოლოდ 2 800 მეტრია დაზიანებული და ეს მონაკვეთი ახალი მილებით შეიცვლება. ასევე, დაიქსელება სოფლებში ნაკვეთებამდე მისასვლელი ტერიტორიაც. ამისთვის 247 298 ლარი დაიხარჯება.

თუმცა, ამ ეტაპზე, ურავლის ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი მათი პროტესტია: „თუ ამ წყლით სხვა სოფლებიც გასარწყავიანდება, წყალი მთლიანად დაშრება და ჩვენთვის რესურსი აღარ იქნება. ურაველი იმიტომ არის კარგი, რომ მდინარე აქვს და ბევრი დამსვენებელი მოდის. სოფელი ამ წყლით ცხოვრობს, თუ ესეც დაგვიშრეს ურაველი დაიცლება“.

მათივე თქმით, სოფლის მიმდებარედ სარწყავი სისტემის აღდგენის შესახებ, მას შემდეგ გაიგეს, რაც მდინარეზე სამუშაოები დაიწყო. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, ხუთასი ხელმოწერით განცხადება მერიაში შეიტანეს: „ჩვენ ყვირილი და გზის გადაკეტვები არ დაგვიწყია, უბრალოდ შევეცადეთ კანონიერების ფარგლებში, განცხადება დაგვეწერა და მერიისთვის მიგვემართა, ამის შემდეგ ერთი კვირის წინ სამუშაოები შეჩერდა, ჩვენ კი მერთან მოლაპარაკებას ველოდებით“.

ადგილობრივები ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს პირველ ივნისს სოფელში უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოუცლელობის გამო მუნიციპალიტეტის პირველი პირი ურაველში ვერ მივიდა: „ხელმოწერების შემოტანის შემდეგ დავგეგმეთ სოფელში ხალხთან შეხვედრა. მიმდინარე კვირაში მივალთ ურაველში და ადგილობრივებს პროექტის ყველა დეტალს ავუხსნით, დავარწმუნებ მათ, რომ სისტემის მშენებლობით, მდინარეს დაშრობა არ ემუქრება“.

მელიქიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებამდე მათ ურაველში წყლის დებეტი შეისწავლეს და მისი კლება არ მოხდება: „სარწყავი ქსელი დაიწყება იმ სათავეებიდან, საიდანაც ადრე ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. ქსელი, სოფელ ურავლის შემოვლით, მდინარე ურავლის ნაპირზე გაივლის და იმ მილს დაუერთდება, რომელიც სოფლის შემოსასვლელშია. მისი დიამეტრი 200 მილიმეტრია და იმდენ წყალს აიღებს, რაც ამ მდინარისთვის ისე იქნება, როგორც ზღვაში წვეთი. ეს არის ერთი ჩვეულებრივი არხის წყალი, რომელიც მდინარეს არაფერს ავნებს“.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, მელიქიძე ამბობს, რომ მიზეზი წვიამიანი ამიდებია: „სარწყავი წყლის მილების შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც მშენებლებმა გვითხრეს ამ სამუშაოებს წვიმაში ვერ შეასრულებდნენ და გამოდარებას ელოდებიან“.

„სამხრეთის კარიბჭე“ მშენებელ კომპანიას ვერ დაუკავშირდა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სოფელში ამ პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ, ადვოკატს აიყვანენ და სასამართლოში იჩივლებენ.

„აქედან წყალს ვერ წაიყვანენ, ეგ გამორიცხულია, სასამართლოში ვიჩივლებთ. სამუშაოები უნდა შეჩერდეს და სხვა გზა მოძებნონ“, – ამბობს ვალერი კაპანაძე.

‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]
ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად