ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 04.06.2018
ასპინძაში, სოფელ ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პირველი ჩვენება გარდაცვლილის მეუღლემ მისცა.

ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

დღეს, ოთხ ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მკვლელობის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს და ერთი მოწმე დაკითხეს.

როგორც შესავალ სიტყვაში პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა განაცხადა, ბრალდებულმა ი.ს–მ გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და განზრახ მოკლა. ბრალდებულის ადვოკატი ცირა მაისურაძე კი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

„ი.ს–ს მოკვლის სურვილი არ ჰქონია და არც არსად გაქცეულა, პოლიციელებს სახლში დახვდა, როცა მასთან დასაკავებლად მივიდნენ, ამიტომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს“, – განაცხადა სხდომაზე მაისურაძემ.

როგორც სხდომაზე გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, ბრლადებული და მისი მეღულე მეგობრობდნენ: „ჩემი ქმარი 14 იანვარს, შემთხვევის ღამეს ნიალაში ერთ–ერთ ოჯახში ქეიფობდა. იმ ოჯახთან ბრალდებული დაპირისპირებული იყო და საჩხუბრად მივარდნილა. ჩემ მეუღეს უთქვამს მე გავალ გარეთ და დაველაპარაკებიო, გასულა, შეკამათებულან და იმას დანა დაურტყამს. სასიკვდილოდ გაიმეტა“.

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ დანით სოფელში ბრალდებულს არა ერთხელ უჩხუბია: „ეს ჩემმა ქმარმაც იცოდა. ბრალდებული ხშირად ამბობდა, დანა ბიძაჩემმა გამომიგზავნაო. გთხოვთ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეთ“ , – მიმართა მან მოსამართლეს.

ახალციხის რაიონულ სასმართლოში შემდეგი სხდომა 15 ივნისს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, 1990 წელს დაბადებულმა ი.ს–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ გ.გ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თავდაპირველად საქმეზე ძიება სსკ–ს 117 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრა დაზიანებას გულისხმობს, თუმაც მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და 108–განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს