FM97.5 / LIVE

ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2018
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, დაახლოებით, ორი წლის წინ დაგებულ გზაზე 500-მეტრიანი მონაკვეთია დაზიანებული. კომპანიას ასფალტი ხელახლა გასული წლის სექტემბერში უნდა დაეგო, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]

სოფელ ივლიტის ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა 1 178–მეტრზე შპს „არალმა“ დააგო. სამუშაოები აქ ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა რეაბილიტაციის დამთავრებიდან ერთ წელში ასფალტი დასკდა და აიყარა. დაზიანებულ ადგილზე კი გზა ჩაიწია.

2017 წლის სექტემბერში „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ კომპანიამ დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტის ამოჭრა დაიწყო და აღდგენა წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

„ამოჭრა მშენებელმა და ხრეში ჩაყარა, მაგრამ ზამთრის პირობებმა შეუშალა ხელი. ახლა კი დათბა, მაგრამ წვიმებია“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.



მისი თქმით, გზის დაზიანების მიზეზი აქ მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა, ან ასფალტის ქვეშ მოქცეული წყლის მილია: „როცა ამოიჭრა გაფუჭებული მონაკვეთი ვნახეთ, რომ იქ სისველე იყო. ძველი წყლის მილია და წყალი იქიდან გამოდიოდა. ამის შესახებ მოსახლეობამაც არ იცოდა, იმიტომ რომ მათ ახლა სხვა, ახალი მილებით ჰყავთ წყალი სახლებამდე მიყვანილი. გარდა ამისა, ისევ ამ კომპანიას დაყავს ამ გზაზე მძიმეტონიანი მანქანები, რადგან ჭვინთა–ელიაწმინდის გზას აკეთებს“.

შპს „არალის“ დირექტორის მოადგილე ოთარ თათეშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე მისი კომპანიის მძიმეწონიანი მანქანები ნამდვილად დადიოდნენ: „დავასრულეთ ჭვინთა–ელიაწმინდის გზის რეაბილიტაცია, ამიტომ მძიმეწონიანი მანქანები აღარ ივლიან. წყრუთიდან მოვყვებით და სადაც დაზიანებულია ყველგან გავაკეთებთ. ხუთ დღეში სულ დასრულდება. რაც შეეხება წყლის ძველ მილს ჯერ არ მინახავს“.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ასფალტის დაგებამდე აქ გეოდეზიური სამუშაოები რომ ჩატარებლიყო და გზა დაებურღათ. ასე შესაძლოა, 500–მეტრიანი მონაკვეთ აღარ დაზიანებულიყო.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე კი ამბობს, რომ „გეოდეზიური სამუშაოები მაშინ ტარდება, როცა ახალი გზა იგება, აქ კი გზა მრავალი წელია არსებობს და მსგავსი პრობლემა არასდროს შექმნილა“.

შეგახსენებთ, რომ ივლიტის გზაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ პირველად გასული წლის სექტემბერში დაწერა, მას შემდეგ აღნიშნული მონაკვეთი უფრო მეტად დაზიანდა.

ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]

ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]

ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა  მისი  ნაწილი ისევ დაზიანებულია
ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა
კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა