სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვალესა და წყალთბილაში სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიას წმენდენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.06.2018
ვალესა და წყალთბილაში ღვარცოფისგან დაზიანებულ ხევის კალაპოტს და მიმდებარე ტერიტორიას მძიმე ტქნიკით ასუფთავებენ. ამის შემდეგ ახალციხის მერია სოფლებში დაზიანებულ ხიდებს აღადგენს.

ვალესა და წყალთბილაში სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიას წმენდენ

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით ამ ეტაპზე სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, დაახლოებით, 10 000 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა საწვავის შესაძენად და ტრაქტორის მძღოლის ხელფასისთვის გაიწერა.

„მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ჩვენი თანამშრომლების მითითებით მუშაობს სპეცტექნიკა, მეც ვესწრები ამ პროცესებს. ამ დრომდე მხოლოდ მუხლუხოებიანი ექსკავატორის ქირაობა მოგვიწია. რეგიონული სამინისტროც საქმის კურსშია. საჭიროების შემთხვევაში მზად არის დამატებითი სახსრები გამოყონ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წყალთბილაში ღელის კალაპოტი მთლიანად გაწმენდილია: „ღვარცოფისგან მოტანილი ლოდების ნაწილი ღელის ნაპირების გასამაგრებლად დავაწყვეთ, ნაწილით კი მდინარის გამორეცხილი ადგილები ამოვავსეთ“.

გაწმენდილი და აღდგენილია ჯულღის და წინუბნის რკინის მილხიდები. რაც შეეხება წყალთბილის და ვალის ე.წ მეორე შახტის ხიდებს, აქ მათ შესაკეთებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

„ვალეში ორი ხიდი დაზიანდა, მათ შორის ერთი მეორე დღესვე აღდგა, ბეტონის კონსტრუქციები ჩაიწყო და ქვა–ღორღით ამოივსო. ასევე, უნდა აღვადგინოთ, მეორე ძველი ხიდი რკინიგზის ლიანდაგების გვერდით. ამისთვის 10–15 ათასი ლარია საჭირო. რაც შეეხება წყალთბილის ხიდს მის გასამაგრებლად 20–25 ათასი ლარი უნდა დავხარჯოთ“, – განმარტავს ზაზა მელიქიძე.

ღვარცოფისგან შეტანილმა ქვა–ღორღმა ვალის ე.წ მეორე შახტის დასახლებაში დაახლოებით ერთი ჰექტარი კარტოფილის ნათესი განადგურა, წყალთბილაში კი ორი ჰექტარი. შედარებით ნაკლებია ზარალი ჯულღასა და წინუბანში.

ადგილობრივების უმეტესობას ნათესები დაზღვეული არ ქონდათ. ადგილობრივი თვითმმართველობა კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქია 22 მაისს მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა ჯულღაში, წყალთბილასა და ვალის ე.წ მეორე შახტაში ადგილობრივების ეზოები და ნათესები დატბორა, დააზიანა ხიდები, მოგლიჯა კაკლის ხეები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]
წყალთბილაში  სამი ადგილობრივის ეზო ამ დრომდე იტბორება
ახალციხის სოფლები სტიქიიდან მეორე დღეს [Photo/Video]
სოფელ ანდაში სტიქიისგან დაზიანებული გზა აღდგება
წყალთბილაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
რას გააკეთებს გამგეობა  „მეორე შახტაში“  მომავლი წლის ბიუჯეტით