სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაგეგმილი აქცია პარკის ნაცვლად რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.06.2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მხარდამჭერი აქცია ახალციხის ცენტრალური პარკის ნაცვლად, შოთა რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება.

ახალციხეში დაგეგმილი აქცია პარკის ნაცვლად რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება

აქციის ჩატარების ადგილი ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის თხოვნით შეიცვალა. მიზეზი ისაა, რომ დღეს, პირველ ივნისს, ცენტრალურ პარკში დილიდან ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. წარმოდგენები 18:00 საათამდე გაგრძელდება, სარალიძის მხარდამჭერი აქცია კი 17:00 საათზე იწყება.

„ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში ღონისძიება დიდი ხნის წინ დაგეგმა, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიცვათ ბავშვების ინტერესი. სწორედ ამიტომ ვითხოვეთ, რომ პარკში არ გაემართათ აქცია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საინიციატივო ჯგუფი ჩვენ ჯერ არ ვიცით. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებს, მაგრამ აქ რომ პატარების უფლებები დავარღვიოთ არ შეიძლება“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ აქციის გამართვის შესახებ მერიას წერილობით ახალგაზრდებმა დღეს, პირველ ივნისს მიმართეს.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თაკო თუმანიშვილი აცხადებს, რომ ისინი აქციას შოთა რუსთაველის ძეგლთან მდებარე სკვერში ჩაატარებენ, თუმცა მანამდე ცენტრალურ პარკში შეიკრიბებიან: „17:00 საათზე ცენტრალურ პარკში შევიკრიბებით, შემდეგ კი აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და 19:00 საათამდე გაგრძელდება“.

აქციის ორგანიზატორებმა ერთი საათის წინ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებინ.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები ხალხს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. გვინდა განვმარტოთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას! ჩვენ ვართ ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი ადამიანები, რომლებიც გამოვდივართ უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული რეჟიმის, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას შეეწირნენ და მათ შორის არაერთია როგორც ახალციხიდან, ისე მთლიანად სამცხე–ჯავახეთიდან.

სამწუხაროდ პოლიციური რეჟიმი ისევ გრძელდება. მხოლოდ თავისუფალი ადამიანების ერთობას შეუძლია რეალური ცვლილებების მოტანა! გამოდით 5 საათზე ცენტრალურ პარკში და ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა დაღუპულ დათუნა სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
‘სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე’ – აქცია ვაკის პარკში
ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
აქციის მონაწილეები  ახალციხეში: ‘დამნაშავეები უნდა დაისაჯონ’
ბორჯომის პარკში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
„ნაციონალები“ აქციაზე მისვლისკენ ხალხს რუპორით მოუწოდებენ
კონტრაქციის წევრები რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ლონდონის პარკში შეიკრიბნენ