FM97.5 / LIVE

ჯანელიძე: ‘ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გაღრმავდეს’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2018
ახალქალაქში სომხეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად ადგილობრივებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხვდება.

ჯანელიძე: ‘ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გაღრმავდეს’

შეხვედრა ახალქალაქის კულტურის სახლში იმართება და მას ადგილობრივებთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის თვითმმართველობების ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„სომხეთის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ჩვენ აქ ყველა დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით სომხეთში განვითარებულ პროცესებს, ეს იყო მნიშვნელოვანი პროცესი და სომეხმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიის გასაოცარი მაგალითი. ფაშინიანის ლიდერობით დემოკრატიამ იზეიმა სომხეთში. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება პრემიერ–მინისტრს და მის გუნდს“, – განაცხადა ჯანელიძემ კულტურის სახლში.

ჯანელიძის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან, ქვეყანამ სომხეთთან სამაგალითო ურთიერთობები ჩამოაყალიბა: „მიუხედავად მიღწეულისა ჩვენ გუშინ სიღრმისეულად განვიხილეთ მომავალი ურთიერთობები. ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდეს“.

მინისტრმა ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში ხელი შეეწყოს მეცნიერების განვითარებას .

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ფაშინიანი ფოკაში: ‘სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს’
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
ადგილობრივები ახალქალაქში: ‘გვინდა ვნახოთ კაცი, რომელმაც სომხეთში რევოლუცია მოაწყო’ [Video]
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ– მინისტრად აირჩიეს
ახალქალაქში  ნიკოლ ფაშინიანს ელოდებიან და დილიდან ქუჩებია გადაკეტილი
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად არ აირჩიეს