FM97.5 / LIVE

ადგილობრივები ახალქალაქში: ‘გვინდა ვნახოთ კაცი, რომელმაც სომხეთში რევოლუცია მოაწყო’ [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2018
ახალქალაქის ცენტრში შეკრებილი ასობით ადგილობრივი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას ელოდება.

ადგილობრივები ახალქალაქში: ‘გვინდა ვნახოთ კაცი, რომელმაც სომხეთში რევოლუცია მოაწყო’ [Video]

ფაშინიანი უკვე ახალქალაქშია, აქ იგი ისტორიულ მუზეუმსა და ეკლესიაში იყო, რამდენიმე წუთში კი კულტურის სახლში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

ახალქალაქში სომხეთის პრემიერ მინისტრთან შესახვედრად ადგილობრივები სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ.



„ერთი საათია ველოდები, ძალიან მინდა ვნახო ადამიანი, რომელმაც სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო. არ ვიცი რა შეიცვლება ამ რევოლუციის შემდეგ სომხეთში, მაგრამ ვფიქრობ კარგია ის რაც მოხდა“, – ამბობს ადგილობრივი არსენ ჩეჩელიანი.

ახალქალაქის მკვიდრი ჰაიკანუშ ბოიანი ფიქრობს, რომ სომხეთში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ კორუფცია აღარ იქნება: „მგონია, რომ სომხეთიდან მიგრაციაც შემცირდება. რამდენიმე წელი ამერიკაში მომიწია ცოხვრება და იქ ბევრი სომეხი ვნახე. მინდა, რომ საქართველოს და სომხეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ და ალბათ ეს შეხვედრაც ამას ემსახურება“.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, 1995 წლის შემდეგ სომხეთიდან საქართველოში მაღალი თანამდებობის პირი აღარ ყოფილა: „შევარდნაძის დროს რომ ჩამოვიდა ჩვენთან სომხეთიდან პრემიერი ლევონ ტერ–პეტროსიანი, იმის მერე აქ ასეთ მაღალ პოზციაზე მყოფი საქართველოში აღარავინ ყოფილა“.

უნანიანი ამბობს, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ამგვარ ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვს: „ჩვენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ ამ მხირვ ეს ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

ნიკოლ ფაშინიანი დღეს ადგილობრივებს სოფელ ფოკაში, განძასა და სათხეში, ასევე ნინოწმინდაში შეხვდა. ახალქალაქში შეხვდრის დასრულების შემდეგ იგი სომხეთში ავტომანქანით გამეგზავრება.

[sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ჯანელიძე: ‘ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გაღრმავდეს’
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
ახალქალაქში  ნიკოლ ფაშინიანს ელოდებიან და დილიდან ქუჩებია გადაკეტილი
ფაშინიანი ფოკაში: ‘სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს’
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ– მინისტრად აირჩიეს
ფოკაში ნიკოლ  ფაშინიანს ელოდებიან [Photo]
დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება