FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 31.05.2018
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აბასთუმნის სკოლის მასწავლებლის დათა დათაშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ძალაში დატოვა.

აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. სასამართლომ ადიგენში, სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს ქეთვან ობოლაშვილს ყოფილი მასწავლებლის დათა დათაშვილის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

გაასაჩივრებს თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქეთევან ობოლაშვილი უცნობია. იგი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გასული წლის 7 ივლისს იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება პირველმა ინსტანციამ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის პირველ ნოემბერს გამოაცხადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა