FM97.5 / LIVE

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2018
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს.

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ პროკურორთან. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მნიშვნელოვანია რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბრალდებულები. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ განაჩენს. გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ აეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ.

მისი თქმით, დაკითხული მოწმეები გამოძიებასთან სრულყოფილად არ თანამშრომლობენ. ასევე, შოთაძე აცხადებს, რომ საქმეში უცხოელ ექსპერტებს ჩართავენ. პროკურორი საქმეში ჩართვასა და შეხვედრას სთავაზობს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს. ვიდრე შოთაძე ბრიფინგს მაქრთავდა ცნობილი გახდა, რომ სარალიძე შოთაძეს შეხვდება, თუმცა, მასთან ერთად მთავარ პროკურორთან შეხვედრას სხვა შვილმკვდარი მშობლებიც ითხოვენ.

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლომ სასჯელის ზომები გამოაცხადა
მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
ზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
აქციის მონაწილეები ახალ მოთხოვნებს აყენებენ
ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს