FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთში ბავშვთა დაცვის დღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2018
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო ღონისძიებებია დაგეგმილი.

როგორ აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთში ბავშვთა დაცვის დღეს
ახალციხე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის ცენტრალურ პარკში ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. აქ პატარები ზღაპრების გმირებს შეხვდებიან. საშუალება ექნებათ მოიხატონ სახე, ასევე მოხატონ ასფალტი და მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში.

თოჯინების თეატრი პატარებისთვის სპექტაკლს „დათუნია დრუნჩას“ გამართავს, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები კი კონცერტს ჩაატარებენ. ასევე, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება ინტელექტუალური „თამაში რა? სად როდის?“.

ხალხური ცეკვის სკოლა-აკადემიის ანსამბლი "ნაბადი არტი" და ხალხური სიმღერის გუნდი "ირმისა", პარკში გამართავს კონცერტს სახელწოდებით "ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობა ძლიერი ქვეყნის მომავალია." დასრულდება ჰელიუმის ბუშტების გაშვებით ღონისძიება.

ბორჯომი

ბორჯომში ღონისძიებები 12:00 საათზე, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით – „ზერბინო უკარება“ დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში ატრაქციონები ბავშვებისათვის უფასო იქნება. ასევე, ცენტრალურ პარკში პატარებს ჯამბაზების შოუ, მხიარული მსვლელობა, აკრობატის ტრიუკები და სხვა თეატრალური ნომრები ელით. ღონისძიებები 16:00 საათზე პატარების პოდიუმზე გამოსვლით დასრულდება.

ადიგენი

ადიგენში ღონისძიებები 11:00 საათზე მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. ადიგენში პატარების გასართობად დილიდანვე იქნებიან ზღაპრების გმირები. დღის მეორე ნახევარში კულტურის სახლთან არსებული მუსიკალური ჯგუფები კონცერტს გამართავენ. მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები კი ფლეშმობს მოაწყობენ.

ასპინძა

ასპინძაში სადღესასწაულო ღონისძიებები ცენტრალურ პარკში გაიმართება. 15:00 საათზე აქ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ. ასევე, მოეწყობა სკოლის მოსწავლეებისა და შშმ პირების ნახატების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ.

ნინოწმინდა

ნინოწმინდაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ფოკის მონასტერში წირვით დაიწყება. შემდეგ კი ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მოსწავლეები კონცერტს გამართავენ.

ახალქალაქი

ახალქალაქში ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას „მომავლის სახლის“ ბავშვები მიიღებენ. პატარები ქართულ და სომხურ ენებზე სიმღერებს შეასრულებენ. ასევე, იცეკვებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები. იაპონური, ქართული, სომხური, იტალიური, ფრანგული და სხვა ქვეყნის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარები სხვადასხვა ენაზე მიესალმებიან სტუმრებს და იმღერებენ.

[მარიამ ბარძიმაძე, სამცხე–ჯავახეთი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 ივნისის ღონისძიებები ახალციხეში
ახალქალაქში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
რა იგეგმება დღეს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
თოჯინების თეატრი ხვალ პარკში წარმოდგენას გამართავს
‘ახალციხელობაზე’ ცენტრალურ პარკში პატარებისთვის ღონისძიებები გაიმართა [Photo]
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან