FM97.5 / LIVE

ვახტანგ ქადარია-წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა

მთავარისაზოგადოება 23.06.2013
22 ივნისს, ახალციხის ციხეში, ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატის - Red Bull King of the Rock 2013 საქართველოს ოფიციალური შესარჩევი ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებული 'სოხუმის' კალათბურთელი ვახტანგ ქადარია გახდა, რომელიც სან-ფრანცისკოში, მსოფლიო ქუჩის კალათბურთის ფინალზე გაემგზავრება

ვახტანგ ქადარია-წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა
შეჯიბრი 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. 64 მონაწილეს შორის შეხვედრები დაძაბულად მიმდინარეობდა, ჩემპიონატში როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტერანი, პროფესიონალი და მოყვარული კალათბურთელები მონაწილეობდნენ.

„წელს, 250 დარეგისტრირებული მონაწილიდან, 64 საუკეთესო მზიურის კალათბურთის მოედანზე შეირჩა. შარშანდელთან შედარებით მონაწილეები კარგიად არიან მომზადებული და ორგანიზებაც შესანიშნავია“, - ამბობს რედბულის ათლეტი ივანე წიკლაური.

ქუჩის კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი საქართველოში მეორედ, ახალციხის ციხეში, რედბულის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პარტნიორობით გაიმართა.

ფინალურ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში, ვახტანგ ქადარიამ მიხეილ ფანჩულიძე დაამარცხა. იგი 28 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, ალკატრასის ციხის ეზოში, მსოფლიოს 23 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს. გამარჯვებული პრიზად 20,000 აშშ დოლარს მიიღებს.

„რთული იყო ეს გამარჯვება, ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ გავიმარჯვე და ძალიან დიდ ემოციას ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა“, - ამბობს ჩემპიონატის გამარჯვებული.

ახალციხის ციხეში შეკრებილი კალათბურთელები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მსგავსი ტურნირები ხშირად უნდა მოეწყოს.

„ადგილი ფანტასტიური და სწორად შერჩეულია. დაძაბული შეხვედრა იყო, ბოლო წამებზე წავაგე, შემდეგი ჩემპიონატისთვის უკეთესად მოვემზადები", - ამბობსს ტურნირის ვეტერანი მონაწილე დავით ქაცარავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ყოველთვის სასიამოვნო იქნება მსგავსი ჩემპიონატების გამართვა ახალციხეში: „ველაპარაკე ტურნირის ორგანიზატორებს და ვფიქრობ, რომ მსგავსი ტურნირები სამომავლოთაც გაიმართება ახალციხის ციხეში“.

ტურნირი საზეიმოდ, ფეიერვერკით დასრულდა. სავაჭრო სახლმა „გოლეთიანმა“ ფინალისტებს ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონები გადასცა.

ჩემპიონატის წამყვანები, სამორი ბალდე და გიორგი ზურაბიშვილი ფიქრობენ, რომ დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს ჩემპიონატს და იგი მსოფლიო ჩემპიონატზეც ღირსეულად წარსგდება.

ვახტანგ ქადარია-წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა
[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რედბულის ქუჩის კალათბურთში კვლავ ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა
ახალციხის ციხე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს
Red Bull-ის აქცია ახალციხეში
რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული
ვინ გახდა ფეხბურთის  ტურნირის გამარჯვებული უწყებებს შორის
რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა