FM97.5 / LIVE

სესხი სკოლის დასამთავრებლად - რა უჯდებათ მშობლებს ბოლო ზარი და ბანკეტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2018
ძვირადღირებული ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ავტომანქანა, სუფრა, სიმღერის ჩაწერა, ფოტოგადაღება - ეს ყველაფერი ბოლო ზარისა და ბანკეტის უკვე აუცილებლობად ქცეული ატრიბუტებია.

სესხი სკოლის დასამთავრებლად - რა უჯდებათ მშობლებს ბოლო ზარი და ბანკეტი

თათია ახალციხის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეა. კლასში სულ 30-ნი არიან, თუმცა ბანკეტზე შვიდი მათგანი ვერ მიდის. მხოლოდ ბანკეტის ხარჯი 1 300 ლარზე მეტია: „ტანსაცმელში დიდ ფულს არ ვიხდი, თუმცა ჩემს მშობლებს ხარჯების დასაფარად მაინც დასჭირდათ სესხის აღება“, - ამბობს თათია.

ცალკე თანხა სჭირდება „ბოლო ზარს“. თათია კლასელების მსგავსად, სიმღერის ჩასაწერად 150 ლარს დებს, ცეკვის მომზადება ტანსაცმელთან ერთად კი 300–350 ლარი უჯდება.

მე–12 კლასში ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის და სხვა წვრილი საბანკეტო ხარჯებისთვის თითოეული მათგანი 320 ლარს იხდის. თათიამ პირველი დღის კაბა 450 ლარად იყიდა, მეორე - 200–250 ლარად, ფეხსაცმელი - 100-ად, მაკიაჟის, ვარცხნილობისა და სალონის სხვა ხარჯებისთვის კიდევ 100-150 ლარი სჭირდება.

„ყველა ოჯახს არ შეუძლია ამხელა ხარჯების დაფარვა, თუმცა მშობლები ყველა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ შვილი კლასელების ზეიმს არ ჩამოშორდეს. კარგი იქნება თუ ეს ტრადიცია შეიცვლება“, – ამბობს თათია.

განსაკუთრებული სამზადისი ჰქონდათ მეორე საჯარო სკოლის რუსული სექტორის მოსწავლეებსაც, რომლებმაც თეატრის სცენის დაქირავება გადაწყვიტეს: „თეატრის ქირის, ტანსაცმლის და ცეკვის მასწავლებლის ჩათვლით, ყველაფერი 1 600 ლარი მიჯდება. კი ძვირია, მაგრამ ყველა აღნიშნავს და მეც მინდა რომ დავესწრო“, – ამბობს არმენ ოვეიანი.

მეხუთე საჯარო სკოლის მე–12 ა კლასის მოსწავლეებმა, ხარჯების დაზოგვის მიზნით, საზეიმო ღონისძიება სკოლაშივე მოაწყეს, თუმცა ბანკეტი მაინც ხარჯიანი აღმოჩნდა. ლევან ტყეშელაშვილს მხოლოდ ტანსაცმელი, 500–600 ლარი დაუჯდა. ცალკე მანქანის საწვავისთვის კი 50 ლარი გადაიხადა: „ჩემთვის მიუღებელია ამ დღეს გადაჭარბებული სიჩქარით სიარული, თუმცა ერთხელაა ეს დღე და კარგი მანქანით მისვლა ყველას გვიხარია“.

ამავე სკოლაში სწავლობს თათა ნადირაძე, რომლის კლასმაც „ბოლო ზარი“ პომპეზურობის გარეშე იზეიმა: „არ გვქონია გადაპრანჭული ბოლო ზარი და ამით კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით პიროვნებაზეა დამოკიდებული ჩაცმულობაც და ხარჯებიც. პროტესტი მაქვს იმის გამო, რომ აუცილებლად მაგარი მანქანით უნდა მიხვიდე და აუცილებლად სწრაფად უნდა იარო. სამწუხაროდ ბოლო ზარის დღე, რესტორან "ემიგრანტთან" ორი კლასელი ავარიაში მოყვა, მანქანა დაიმტვრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“.

„სკოლის დამთავრება სიხარულთან ერთად პრობლემაც არის. უამრავი მშობელი ვიცი ისეთი, რომელსაც არ აქვს იმხელა შემოსავალი, რამხელა ხარჯის გაღებაც უწევს სასკოლო ღონისძიებებზე. თუმცა გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცდილობენ ბავშვი არ დაეჩაგროთ“, – ამბობს თათას დედა, მავრა გვრიტიშვილი.

ღონისძიებების მსგავსი აღნიშვნის წინააღმდეგია მეორე სკოლის დირექტორი, ბელა დიასამიძე: „არცერთი სკოლის მოთხოვნა არაა, ბოლო ზარის და ბანკეტის გადაპრანჭული აღნიშვნა, რომელიც ხშირად დიდ ტვირთად აწვებათ მშობლებს“.

ბელა სამი შვილის დედაა და კარგად იცის, თუ რა ხარჯების გაღება უწევს ზოგიერთ მშობელს. მისი ინიციატივით, სკოლის ერთ–ერთ კლასში მოეწყო „ბოლო ზარი“, რომელზეც კლასის ყველა მოსწავლეს სკოლის დამთავრება სიგელებით, ტკბილეულითა და გამოსამშვიდოდებელი სიტყვით მიულოცეს: „არ ვეთანხმები ასეთ ძვირადღირებულ აღნიშვნებს, როგორიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში დამკვიდრდა. ჩემი აზრით, თბილისის 217–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მისაბაძი ღონისძიება ჰქონდათ, სადაც ისინი ბანკეტზე ჩვეულებრივი ტანსაცმლით მივიდნენ და ტანსაცმელზე რაც უნდა დაეხარჯათ, ბავშვთა სახლს გადასცეს“.

წელს ახალციხის ხუთი საჯარო და ერთ კერძო სკოლაში, სწავლა 500–ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
'ბოლო ზარი' დისტანციურად
‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]
‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში
ძვირი „ბოლო ზარი“
ახალციხის მერმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა