FM97.5 / LIVE

ახალციხეში კლასიკური მანქანების ავტორბოლა მოეწყო [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2018
ახალციხემ პირველად კლასიკური მანქანების ავტორბოლას უმასპინძლა. თუმცა, რბოლაში მონაწილე 14 რარიტეტული საკოლექციო მანქანიდან ახალციხეში მხოლოდ შვიდი ჩამოვიდა.

ახალციხეში  კლასიკური მანქანების ავტორბოლა მოეწყო [Video]

კლასიკურმა მანქანებმა სტარტი 27 მაისს, თბილისში ევროპის მოედნიდან აიღეს. მათ უკვე შემოიარეს კახეთი და დღეს, 30 მაისს კი ახალციხეს ესტუმრნენ.

რბოლაში მონაწილე შვიდი საკოლექციო მანქანიდან ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდელი პერიოდის იყო. მათი ფასი საშუალოდ მილიონი დოლარიდან იწყება.

დღეს, ახალციხეში არ ჩამოუყვანიათ, 1954 წლის ყველაზე ახალი „პორშე“ და „იაგუარი.“

ავტორბოლაში მონაწილე მანქანები „ახალციხის ციხის“ ზედა პარკინგზე 15:00 საათზე გამოჩნდნენ.



„ორი დღე გავჩერდით კახეთში, ორი სამცხე–ჯავახეთში და ვფიქრობთ, რომ მსაგვსი ღონისძიება მომავალ წლებშიც ჩავატაროთ“, – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი და ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი მაკო აბაშიძე.

კლასიკური მანქანების ავტორბოლა საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის ზოი ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა.

„ჩვენ გვინდოდა საქართველოსთვის გვეჩევენებინა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდის მანქანები, ასევე, გვენახა ადგილობრივი საკოლექციო მანქანები და დაგვეთვალიერებინა საქართველოს ღირსშესანიშნაობები, ამიტომ ეს რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,– ამბობს ზოი ვითაკერი.

ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან. მათ პირველ ივნისამდე უნდა მოიარონ საქართველოს უძველესი ქალაქები და გაეცნონ მათ ისტორიულ არქიტექტურას.

კლასიკური მანქანების ავტორბოლა პირველ ივნისს ისევ თბილისში დასრულდება.როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და Transport Security Consultants (ტრანსპორტის უსაფრთხოების და ტრეინინგების კომპანია) მხარდაჭერით დაიგეგმა.

ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან 11 ჟურნალისტი ეწვია. ჟურნალისტების ჯგუფი საქართველოში ტურიზმის სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა.

ახალციხეში  კლასიკური მანქანების ავტორბოლა მოეწყო [Video]

[ლუბა გიორგაძე, ოთარ აწყურელი ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

რაბათში კლასიკური მანქანების ავტორბოლა გაიმართება
ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]
ბორჯომში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება
ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]
ახალი ამბები 12:00 საათზე – 30 მაისი [Audio]
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
GDS–ის მანქანები და შეწყვეტილი ინტერნეტი ახალციხეში